iსკოლა
ვებინარები

მოდული 6 - COVID19 - კონტაქტების მოძიების ტრეინიგი - საბოლოო ტესტი

ავტორი: ემილი გარლი, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი
რეიტინგი:

ენა: ქართული
გამოცემის წელი: 2020
მოკლე აღწერა:

საბოლოო ტესტის ინსტრუქციები (დაკვირვებით გაეცანით ტესტის შევსებამდე)

ინსტრუქციები - საბოლოო ტესტი გაძლევთ შესაძლებლობას, აჩვენოთ წინა მოდულებში შესწავლილი მასალების  ცოდნა. გთხოვთ, ტესტზე პასუხების გაცემის მცდელობამდე გულმოდგინედ წაიკითხოთ ინსტრუქციები:

·         საბოლოო შეფასება 40 კითხვისგან შედგება;

·         ტესტის წარმატებით გასავლელად საჭიროა 85%-ის ან მეტის მიღება;

·         თქვენ საშუალება გაქვთ საბოლოო ტესტის შევსება სცადოთ 2-ჯერ სამი დღის განმავლობაში.  თუკი ეს ორივე მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდება, მოგიწევთ 3 დღე დალოდება შემდეგ მცდელობამდე;

·         ყველა შეკითხვას რამდენიმე სავარაუდო პასუხი აქვს;

·         ზოგიერთ შეკითხვას ერთი სწორი პასუხი აქვს, ზოგს კი - ერთზე მეტი;

·         ერთზე მეტი სწორი პასუხის მქონე შეკითხვებს ახლავს მითითება: „აირჩიეთ ყველა შესაბამისი“. ასეთ შეკითხვებზე  სწორი პასუხების ნაწილობრივად გაცემის შემთხვევაში მოგენიჭებათ არასრული ქულა.

ქულები და კურსის წარმატებით გავლის სერტიფიკატი:

·         თქვენ მიიღებთ კურსის წარმატებით გავლის სერტიფიკატს იმ შემთხვევაში, თუ საბოლოო და ხუთივე მოდულის ტესტებში გამსვლელ ქულებს აიღებთ.