iსკოლა
ვებინარები

მოდული 5 - COVID19 - კონტაქტების მოძიების ტრეინიგი (ვიდეო ლექცია, პრეზენტაცია და ტესტი)

ავტორი: ემილი გარლი, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი
რეიტინგი:

ენა: ქართული
გამოცემის წელი: 2020
მოკლე აღწერა:

ახლა, როდესაც თქვენ იცნობთ კონტაქტების მიდევნების მეთოდს, იცით, რას ნიშნავს ეს, ასევე იცით ყველა ნაბიჯი, საფეხური და ძირითადი პრინციპები, დროა, ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ შეგიძლიათ, ყველაზე ეფექტურად წარმართოთ კომუნიკაცია „შემთხვევებსა“ და „კონტაქტებთან“. ასევე, ამ მოდულში შემოგთავაზებთ რამდენიმე კონკრეტულ ტექნიკას, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი სამუშაოს შესრულებაში. ლექციის დასასრულს საშუალება გექნებათ, ახსნათ ურთიერთნდობის აგების მნიშვნელობა. თქვენ გეცოდინებათ განსხვავება შეკითხვების სხვადასხვა ტიპს შორის, მაგალითად, რა განსხვავებაა ღია კითხვებსა და დახურულ კითხვებს შორის. თქვენ უნდა შეგეძლოთ, აღწეროთ, რას ნიშნავს აქტიური მსმენელი, რას გულისხმობს ადამიანთა შორის კომუნიკაციის ოთხი ტიპი და როგორ გამოიყენება ისინი კონტაქტების მიდევნებისას. დაბოლოს, თქვენ უნდა შეგეძლოთ, აღწეროთ და გადაჭრათ ინფიცირების „შემთხვევის“ გამოკითხვასა და „კონტაქტების“ მიდევნებასთან დაკავშირებული სირთულეები.