iსკოლა
ვებინარები

მოდული 3 - COVID19 - კონტაქტების მოძიების ტრეინიგი (ვიდეო ლექცია, პრეზენტაცია და ტესტი)

ავტორი: ემილი გარლი, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი
რეიტინგი:

ენა: ქართული
გამოცემის წელი: 2020
მოკლე აღწერა:

„შემთხვევების“ გამოკითხვისა და მათი „კონტაქტების“ მიდევნების განხორციელებისთვის საჭირო ეტაპებ: ამ ლექციის დასასრულს თქვენ გეცოდინებათ ის ძირითადი საფეხურები, რომლებიც „შემთხვევის“ გამოკითხვის და მათი „კონტაქტების“ მიდევნებისთვის დაგჭირდებათ. შეძლებთ მოიყვანოთ მაგალითები შეკითხვებისა, რომლებიც შეიძლება დაუსვათ „შემთხვევებსა“ და „კონტაქტებს“ თითოეულ საფეხურზე. ასევე, აღწეროთ როგორი ტიპის სოციალური მხარდაჭერა შეიძლება დასჭირდეთ მათ იმისთვის, რომ თვითიზოლაცია და კარანტინი გაიარონ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რთულია, როდესაც ადამიანებს თვითიზოლაციასა და კარანტინში ყოფნის ვთხოვთ. მათ შეიძლება დამატებითი მხარდაჭერა დასჭრიდეთ. საბოლოოდ კი, ჩვენ წარმოგიდგენთ „შემთხვევის“ გამოკითხვის და „კონტაქტების“ მიდევნების მარტივ მაგალითს, სატელეფონო ზარს, რომელშიც მოისმენთ, თუ როგორ ხორციელდება ეს პრაქტიკაში. ახლა, მოდით, ძირითად საფეხურებს გადავავლოთ თვალი - დავასახელოთ ისინი, გავიაზროთ, თუ რას მოიცავს თითოეული და როგორია მათი თანმიმდევრობა.  სლაიდზე ხედავთ „შემთხვევის“ გამოკითხვისა და „კონტაქტების“ მიდევნების ეტაპებს. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ეს რეალური სიტუაციის მარტივი ვერსიაა, მაგრამ, ვიმედოვნებ, ის მოგცემთ გარკვეულ წარმოდგენას და დაგაფიქრებთ ყველა იმ საკითხზე, რომლებთანაც შეხება გექნებათ „შემთხვევების“ გამოკითხვისა და „კონტაქტების“ მიდევნებისას.