iსკოლა
ვებინარები

პროექტები

  • ახალი საგანმანათლებლო პროექტი საქართველოში
    განათლების კოალიციის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი ახალი საგანმანათლებლო პროექტი დისტანციური სწავლების ხელშეწყობისთვის შექმნილი ონლაინ პლატფორმაა, რომელიც ხორციელდება COVID-19 პანდემიაზე სწრაფი რეაგირების ფარგლებში. პროექტის მიზანია სკოლამდელი და ზოგადი განათლების სფეროში განათლების უფლების დაცვისა და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა. პროექტის ზოგადი განათლების კომპონენტის - „iსკოლის“ ფარგლებში პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის შეიქმნა საშინაო დავალებების კრებულები სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებით. მოსწავლეებს შეუძლიათ ჩამოტვირთონ დავალებები და დამოუკიდებლად შეასრულონ, ასევე, გაეცნონ საჭირო მასალებს. სასწავლო მასალები ხელმისაწვდომია მასწავლებლებისთვისაც. აქ თავმოყრილი სასწავლო რესურსები მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეუმსუბუქებს ონლაინ რეჟიმზე გადასვლის თანმდევ სირთულეებს. საგნობრივი ჯგუფების განყოფილებებში მოსწავლეებსა და მასწავლებლებს დახვდებათ მკაფიო, ცხადი, შემეცნებითი და საინტერესო სავარჯიშოები და დავალებები. ასევე, ამ დავალებების შესასრულებლად საჭირო თეორიული მასალა, დამხმარე რესურსები, ჰიპერბმულები, რომლებიც დამატებითი ცნობებით უზრუნველყოფს მათ. დავალებების კვირეული პაკეტების შექმნაზე საგნობრივ ჯგუფებში მუშაობენ გამოცდილი პედაგოგები და ეროვნული სასწავლო გეგმების კურიკულუმის განვითარების ექსპერტები. მათ მიერ შემუშავებული მეთოდოლოგია მოსწავლის ინტერესებზეა მორგებული. სკოლამდელი დაწესებულებების აღსაზრდელების მშობლებისთვის მზადდება გადაცემათა ციკლი სხვადასხვა თემაზე - „ბავშვთა ადრეული განვითარება - რჩევები მშობლებს". აქ თავმოყრილი მასალა ადრეულ ასაკში ბავშვის განვითარების ხელშეწყობას შეეხება - როგორ უნდა მოვაწყოთ ბავშვისთვის განმავითარებელი გარემო შინ, როგორ უნდა შევუწყოთ მის მრავალმხრივ განვითარებას სხვადასხვა ტიპის თამაშით ხელი და როგორ დავგეგმოთ ბავშვისთვის საინტერესო დღე. ასავე შეიქმნება მრავალფეროვანი ონლიანრესურსიც. პროექტის მხარდამჭერები არიან: სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, დიდი ბრიტანეთის მთავრობა, ა
    სრულად

ვიდეო რესურსები

    • ენა: ინგლისური
    • თარიღი:

    ICTE Conference_Inga Gelashvili Using_Texts for Information Gap Language Practice


    0 0
    • ენა: ქართული
    • თარიღი: 2020

    კორონავირუსის ანატომია


    GS Intergator

    2,5 2
    • ენა:
    • თარიღი:

    ICTE Conference_Ketevan Barkhudanashvili_Using Split and Combine Technique in Mixed Level Classes


    0 0
    • ენა: ქართული
    • თარიღი:

    ანატომიის სასწავლო პროგრამა "3D Organon Anatomy" ქართულ ენაზე


    3,7 1
    • ენა: ქართული
    • თარიღი:

    როგორ დავიბანოთ ხელები


    5 3
    • ენა: ინგლისური
    • თარიღი:

    ICTE Conference_Natia Surguladze_Vocabulary Presentation Techniques


    0 0

ელექტრონული წიგნები

    • ენა: ქართული
    • თარიღი: 2017

    დამხმარე მასალა პედაგოგებისთვის - წარწერები და გამოსახულებები შუა საუკუნეების საქართველოში


    ემა ლუზლი

    2 4
    • ენა: ქართული
    • თარიღი: 2015

    თრიალეთი


    დ. ნარიმანიშვილი

    5 4
    • ენა: ქართული
    • თარიღი: 2015

    საქართველოს კულტურული მემკიდრეობა 2014-2015


    სარედაქციო კოლეგია

    4,3 5
    • ენა: ქართული
    • თარიღი: 2013

    ქართული, როგორც მეორე ენა (მასწავლებლის წიგნი) XI-დონე


    მარიკა სიხარულიძე

    0 0
    • ენა: ქართული
    • თარიღი: 2013

    ქართული, როგორც მეორე ენა (მოსწავლის წიგნი) XI-დონე


    მაია მელიქიძე თინათინ ცერაძე

    0 0
    • ენა: ქართული
    • თარიღი: 2012

    მასწავლებლის წიგნი V დონე


    თამარ ჯაყელი

    0 0
    • ენა: ქართული
    • თარიღი: 2015

    სასკოლო მზაობის პროგრამა "თამაში", აქტივობების კრებული, ნაწილი II


    სტეფენ საიფერი, იაგორ ბალანჩივაძე, თამარ ბაქრაძე, თამარ გაბისონია, ნინო ლაბარტყავა, ნინო ფრუიძე, თამარ ლორია

    0 0
    • ენა: ქართული
    • თარიღი: 2013

    სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ - განათლება დემოკრატიისათვის (წიგნი I)


    როლფ გოლობი, პიტერ კრაფი, ოლაფ ოლაფსდოტირი, ვილტრუდ ვეიდინგერი

    1 3
    • ენა: ქართული
    • თარიღი:

    მიჰყევი კვალს


    0 0
    • ენა: ქართული
    • თარიღი: 2011

    გზამკვლევი ჩვენი საქართველო


    მანანა რატიანი თეა ქარჩავა ნიკოლოზ სილაგაძე რუსუდან თევზაძე მანანა შეყილაძე მანანა სეხნიაშვილი მაია უთურგაიძე

    0 1

ბლოგები

  • Bitcoin-მაინერების შემოსავალი აგვისტოში 368 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა
    The Block-ის მონაცემების თანახმად აგვისტოში Bitcoin-მაინერების შემოსავალი ივლისთან შედარებით დაახლოებით 23,19%-ით გაიზარდა და შეადგინა 368 მლნ აშშ დოლარი. ბლოკზე ჯილდოსა და საკომისიოების გათვალისწინებით აგვისტოში Bitcoin-მაინერების შემოსავალი მაქსიმალური აღმოჩნდა ბოლო სამი თვის განმავლობაში, ასევე ჰალვინგის შემდეგ. საკომისიოს წილი ივლისში შეადგენდა 8.5%-ს, აგვისტოში კი შეადგინა 10.7%.  რაც შეეხება Ethereum-ის მაინინგს, ერთ თვეში შემოსავალი გაიზარდა 98.2%-ით და მიაღწია 285.1 მლნ აშშ დოლარს, რაც მაქსიმალური მაჩვენებელია ბოლო 25 თვის განმავლობაში. ამ მაჩვენებლიდან 40.5% მოდის საკომისიოებზე იმ დროს, როდესაც მაისში მისი წილი 10%-ს შეადგენდა. Glassnode-ის მონაცემებით, ამჟამად Bitcoin-მაინერების მთელი საკომისიოს 10% მოდის დეპოზიტებზე ცენტრალურ ბირჟებზე. ამ დონემდე მაჩვენებელი არ დაფიქსირებულა 2018 წლის იანვრის შემდეგ.  2020 წლის დასაწყისში საბირჟო დეპოზიტებზე საკომისიო გადასახადზე მოდიოდა მაინერების შემოსავლის მხოლოდ 4%. ამავე დროს იზრდება საკომისიო Ethereum-ის ქსელში. თვეზე მეტი ხნის მანძილზე მაჩვენებელი 2$-ზე მეტი ფიქსირდებოდა, 2 სექტემბერს კი მიაღწია 15 აშშ დოლარიან აბსოლუტურ მაქსიმუმს, 9 სექტემბერს კი შემცირდა 2.67 აშშ დოლარამდე. 8-დან 10 სექტმებრამდე ზრდამ შეადგინა 70% - 4.55 აშშ დოლარამდე.    წყარო: Overclockers GE
    სრულად
  • სუპერმძლავრი Big Navi-ს საპასუხოდ NVIDIA გეგმავს Titan Ampere ვიდეო დაფის გამოშვებას
    რამდენიმე დღეში დაიწყება NVIDIA Ampere სერიის ახალი ვიდეო დაფების გაყიდვა. ყველაზე მძლავრი მოდელი იქნება GeForce RTX 3090, იგი მომხმარებლებს შესთავაზებს 24 გბ სწრაფ GDDR6x მეხსიერებას, რომელიც მუშაობს 19.5 გბ/წმ სიჩქარით, ჯამური სიჩქარე კი არის  936 გბ/წმ. ეს დაფა შეიცავს 10496 CUDA ბირთვს და აქვს 628,4 მმ2 ფართობი. NVIDIA-ს ხელმძღვანელ ჯენსენ ჰუანგის განცხადებით, სწორედ ამ დაფას ერგო ფლაგმანის როლი.   წინ გველის AMD-ის ფლაგმანური ვიდეო დაფა Big Navi-ს ანონსი, რომელიც უნდა გახდეს კომპანიის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი. უფრო მეტიც, სწორედ იგი გაუწევს კონკურენციას გეიმინგ მონსტრ GeForce RTX 3090-ს. ზოგიერთ არაოფიციალურ წყაროში ნათქვამია, რომ სერიის ყველაზე სწრაფ მოდელს ექნება HBM2 მეხსიერება, თანაც მოცულობითაც უფრო მეტი, ვიდრე NVIDIA-ს ფლაგმანს შეუძლია შემოგვთავაზოს. ინფორმაცია ჯერჯერობით მოარული ხმების დონეზეა, თუმცა ინსაიდერები ამტკიცებენ, რომ NVIDIA-ს აქვს პასუხი Big Navi-სთვის.  დაუდასტურებელი ცნობებით, 2021 წლის პირველ კვარტალში NVIDIA-მ შესალოა წარადგინოს სუპერმძლავრი GeForce RTX Titan Ampere, რომლის შესახებ ცნობები ამ დრომდეც ვრცელდებოდა. წყაროების ინფორმაციით მას ექნება 48 გბ GDDR6x მეხსიერება დაუჯერებელი სიჩქარით - 23 გბ/წმ. როგორც ჩანს, ეს იქნება საპასუხო მანევრი AMD-სთვის, რომელიც საკუთარ Big Navi-ს „NVIDIA Killer“-ად მოიხსენიებს.  ინსაიდერები მიუთითებენ, რომ ამ შემთხვევაში ყველაფერი AMD-ს შესაძლებლობებზეა დამოკიდებული: თუკი „წითლების“ პროდუქტი GeForce RTX 3090 დაფაზე აღმატებული იქნება, ახალი Titan Ampere აუცილებლად გამოვა გაყიდვაში. არაოფიციალურად მისი ფასიც ცნობილია - 3500 აშშ დოლარი, წარმადობის მხრივ კი, დაუდასტურებელი ცნობით, იგი RTX 3090 დაფაზე მხოლოდ 10%-ით მეტი წარმადობის მქონე იქნება.    წყარო: Overclockers GE
    სრულად
  • Apple-მა წარადგინა განახლებული iPad პროცესორით, რომელიც „წარმადობის უზარმაზარ ზრდას უზრუნველყოფს“
    კომპანია Apple-მა პრეზენტაციაზე წარადგინა ახალი სმარტ საათი Apple Watch, ახალი iPad და iPad Air. გარდა ამისა წარდგენილ იქნა განახლებული სტანდარტული, მერვე თაობის iPad.   ახალი მოწყობილობის მთავარ მახასიათებლად კომპანია მიიჩნევს „უზარმაზარ ნახტომს წარმადობაში“. მას უზრუნველყოფს პროცესორი Apple A12 Bionic, რომელიც გამოიყენებოდა iPhone Xs-სა და Apple-ის სხვა წინა თაობის სმარტფონებში. Apple A10 ჩიპთან შედარებით, რომელიც საფუძვლად უდევს გასული წლის მეშვიდე თაობის iPad-ს, ზემოთხსენებული ჩიპი რეალურად უზრუნველყოფს წარმადობის მნიშვნელოვან ზრდას. Apple გვპირდება გრაფიკული წარმადობის ორმაგ ზრდას, აგრეთვე ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ ამოცანებში მუშაობის შესაძლებლობას.    ახალი iPad ფაქტობრივად არ განსხვავდება წინამორბედისგან, Apple აცხადებს, რომ მისთვის გამოდგება წინა თაობის ქეისებიც კი. ახალ პლანშეტს აქვს 10.2-დუიმიანი Retina-დისპლეი საკმაოდ დიდი ჩარჩოთი, ერთ-ერთ მათგანზე განთავსებულია ფრონტალური კამერა, მეორეზე - Home-ღილაკი თითის ანაბეჭდის სკანერით. სამწუხაროდ, ისევე როგორც ადრე, გამოიყენება Lightning-კონექტორი უნივერსალური USB Type-C პორტის ნაცვლად.  მერვე თაობის iPad თავსებადია პირველი თაობის Apple Pencil-თან ისევე, როგორც მისი წინამორბედი. თუმცა ახალი iPad OS 14 უზრუნველყოფს ისეთ ფუნქციებს, როგორებიცაა ტექსტის ხელით წერა და სხვა. თუმცა ეს ფუნქციები განახლების შედეგად წინა თაობის მოდელშიც გახდება ხელმისაწვდომი.    მერვე თაობის ახალი iPad ხელმისაწვდომი იქნება მუქ ნაცრისფერ, ვერცხლისფერ და ოქროსფერ ფერებში, 32 და 128 გბ ფლეშ-მეხსიერების მქონე ვერსიებად. ყველაზე ხელმისაწვდომი მოდიფიკაცია მხოლოდ Wi-Fi-ს მხარდაჭერით გაიყიდება 329 აშშ დოლარად. 4G LTE ქსელის მხარდაჭერის მქონე ვერსიის ფასი იქნება დაახლოებით 459 აშშ დოლარი. მოწყობილობებზე წინასწარი შეკვეთების მიღება დაწყებულია, გაყიდვის თარიღად კი ჩანი
    სრულად
  • ჩინეთის სახალხო ბანკი სავალდებულოს გახდის მთელ ჩინეთში ციფრული იუანის მიღებას
    ჩინეთის სახალხო ბანკი ციფრულ იუანს მიიჩნევს კანონიერ საგადახდო საშუალებად, რომელიც მთელ ქვეყანაში უნდა იყოს მიღებული. ამის შესახებ Financial News-ში დაწერა მარეგულირებელი ორგანოს თავმჯდომარემ.  მისი თქმით, ციფრული იუანი ახდენს ფიატური ვალუტის იურიდიულად კომპენსირებას. იგი „ძირითადად გვევლინება, როგორც აქტივი М0 - ნაღდი ფულის ნაწილი“.  „ამიტომ, ციფრული იუანი უნდა შეესაბამებოდეს ფულადი რესურსების მართვასთან დაკავშირებულ კანონებსა და წესებს“ - აღნიშნა თავმჯდომარემ.  ზემოთხსენებულ სტატიაში იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აქტივი მიღებულ უნდა იქნას მთელი ქვეყნის მასშტაბით.  „ვერცერთი კომპანია ან ფიზიკური პირი შეძლებს ციფრული იუანის მიღებაზე უარის თქმას, თუ ყველა პირობა იქნება დაცული“ - ნათქვამია სტატიაში.  ადრე ჩინეთის ხელისუფლებამ დააანონსა ეროვნული ციფრული საგადახდო სისტემის ტესტირების გაფართოება. ექსპერიმენტი მიმართული უნდა ყოფილიყო მსხვილ კომერციულ ოპერაციებზე.  შეგახსენებთ, რომ აგვისტოში საინფორმაციო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია სახალხო ბანკის გეგმის შესახებ, რომელიც გულისხმობს ეროვნული ციფრული ვალუტის მიმოქცევაში გაშვებას 2022 წლის თებერვლამდე.    წყარო: Overclockers GE
    სრულად
  • Bloomberg: ციფრული PlayStation 5 400 აშშ დოლარზე იაფი იქნება, Nintendo კი ამზადებს 4K Switch-ს
    ცოტა ხნის წინ Bloomberg-მა განაცხადა, რომ Sony-მ PlayStation 5-ის გამოსაშვები მოცულობა 4 მლნ აშშ დოლარით, 11 მლნ ერთეულამდე შეამცირა მიმდინარე ფინანსურ წელს AMD-ის ცალკრისტალიანი სისტემების დანაკლისის გამო. ამასთან, Bloomberg Intelligence-ის ანალიტიკოსმა, Masahiro Wakasugi-მ გამოთქვა მოსაზრება ახალი სისტემის ფასის შესახებ.  Microsoft-მა გასულ თვეში საკმაოდ აგრესიული ფასები გამოაცხადა მომდევნო თაობის კონსოლებზე: Xbox Series S გაიყიდება 299 აშშ დოლარად, Xbox Series X კი - 499 აშშ დოლარად. ეს ფასები დამატებით გავლენას მოახდენს Sony-ზე. ახალ Xbox-ზე წინასწარი შეკვეთების მიღება 22 სექტემბერს იწყება.  მოსალოდნელია, რომ კომპანია Sony PlayStation 5 კონსოლის გამოშვების თარიღისა და ფასის შესახებ განაცხადებს ოთხშაბათს დაგეგმილ ოფიციალურ პრეზენტაციაზე. Bloomberg Intelligence-ის ანალიტიკოსის აზრით PS5 შესაძლოა ღირდეს 449 აშშ დოლარი, უფრო თხელი ციფრული ვერსია კი 400 აშშ დოლარად გაიყიდება.    Bloomberg-მა ასევე განაცხადა, რომ Nintendo გეგმავს 2021 წელს გამოუშვას თავისი პორტატულ-სტაციონარული Switch-კონსოლის განახლებული ვერსია, რომელიც აღჭურვილი იქნება გაუმჯობესებული კომპონენტებითა და, შესაძლოა 4K ფორმატის მხარდაჭერით. პლატფორმის გამოშვებას თან ახლდება მთელი რიგი ახალი თამაშები, რაც გააძლიერებს კონკურენციას და Sony-სა და Microsoft-ს გაურთულებს ამოცანას - გეიმერები თავიანთი ახალი სისტემებისკენ მოიზიდონ.   წყარო: Overclockers GE
    სრულად