iსკოლა
ვებინარები

პროექტები

  • EL.Lab
    სიმულაციები და ინტერაქტიული კვლევითი აქტივობები: 1.  ხელს უწყობს კვლევაზე დაფუძნებულ სწავლებას; 2. საშუალებას იძლევა ექსპერიმენტული კვლევა წარიმართოს ვირტუალური ლაბორატორიების გამოყენებით; 3. შესაძლებელია გამოყენებული იყოს, როგორც სასკოლო გარემოში, ისე სახლში, დამოუკიდებელი მუშაობისთვის.  თითოეული სიმულაციით შესაძლებელია  კვლევაზე დაფუძნებული სწავლების დაგეგმვა. თითოეული ერთეული აგებულია ისე, რომ  შესაძლებელი იყოს  ჰიპოთეზის ჩამოსაყალიბება, ვირტუალური ექსპერიმენტის ჩატარება, მონაცემების აღრიცხვა და ანალიზი  დასკვნის გამოსატანად.  ზოგადად, კითხვებზე პასუხების გასაცემად. მოსწავლე იყენებს აღნიშნულ ინსტრუმენტებს კვლევის სხვადასხვა ეტაპზე.   
    სრულად
  • CK-12 + საქართველო <br> საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმა CK-12
    CK-12-ის რესურსები ქართულ ენაზე ხელმისაწვდომი გახდა CK-12-ის ფონდის, განათლების კოალიციისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი ინიციატივითა და ძალისხმევით. მხარეებს შორის თანამშრომლობა განათლების კოალიციასა და საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმას CK-12-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე შედგა, რომელიც მიზნად ისახავს ქართულ ენაზე ღია საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსების ხელმისაწვდომობის გაზრდას და დისტანციური სწავლების პროცესის მხარდაჭერას. ინიციატივა ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან კოორდინაციით. პროექტის ფარგლებში VII-IX კლასის მოსწავლეებისთვის ქართულ ენაზე ითარგმნა და ადაპტირდება მათემატიკის, ფიზიკის, ბიოლოგის და ქიმიის ელექტრონული სახელმძღვანელოები www.ck12.edu.ge  CK-12 წარმოადგენს საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმას რომლის მიზანია ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ციფრული რესურსების საშუალებით. www.ck-12.org პლატფორმაზე განთავსებულია სახელმძღვანელოები და დამხმარე რესურსები მეტწილად STEM-ის მიმართულებით. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში 137 მილიონზე მეტმა სტუდენტმა და მასწავლებელმა გამოიყენა CK-12 რესურსები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მათ შორის მისი ციფრული წიგნები, ადაპტაციური პრაქტიკული სავარჯიშოები, სამეცნიერო სიმულაციები. შეიქმნა 260 000-ზე მეტი ე.წ. „ფლექს ბუქი“, მოსწავლეებმა უპასუხეს  ჯამურად 790 მილიონზე მეტ შეკითხვას და ჩატარებული საათების რაოდენობამ შეადგინა 20 მილიონი სასწავლო საათი.
    სრულად
  • USAID საბაზისო განათლების პროგრამა
    აშშ - ს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID), 2020 წლის იანვრიდან ახალი მასშტაბური პროექტი დაიწყო, რომელიც ფოკუსირებულია საქართველოს განათლების სისტემის რეფორმასა და საჯარო სკოლებში ახალი სკოლის მოდელის დანერგვაზე. USAID საბაზისო განათლების პროგრამა გულისხმობს საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში წიგნიერების, მათემატიკური აზროვნების, პრობლემის გადაწყვეტისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას, მასწავლებელთა და სკოლის დირექტორების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, რომელიც უზრუნველყოფს სკოლებში მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნას, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობას და გენდერულ თანასწორობას.  დიაგნოსტიკური შეფასების აპლიკაცია წარმოადგენს დიაგნოსტიკური და განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტს დაწყებითი (1-6) კლასებისა და კომპეტენციების მიხედვით კითხვისა და მათემატიკაში. მასწავლებელს შეუძლია შეარჩიოს ან შექმნას კონკრეტული კლასის ამა თუ იმ კომპეტენციის შესამოწმებელი ტესტი ქართულ ენაში ან მათემატიკაში, აღრიცხოს ტესტირების შედეგები და გამოიყენოს დაგროვილი ინფორმაცია სასწავლო პროცესის დასაგეგმად, მათ შორის დიფერენცირებული სწავლებისთვის. თავდაპირველად, ეს აპლიკაცია შეიქმნა აშშ - ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს დაწყებითი განათლების (G-PriEd) პროექტის ფარგლებში და მისი ონლაინ ვერსია ხელმისაწვდომია საიტზე www.kargiskola.ge.  USAID საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში შეიქმნა ამ აპლიკაციის ოფლაინ, ე.წ. ლოკალური ვერსია, რომელიც ჩამოტვირთვის შემდეგ, არ საჭიროებს ინტერნეტზე წვდომას და ბევრად უფრო მოსახერხებელია მოსწავლეთა ტესტირების შედეგების შესანახად შემდგომი გამოყენებისთვის საკლასო პროცესში. აპლიკაციის ზომა არის 7 გბ. და ჩამოტვირთვის დროა დაახლოებით 1 საათი.  გადმოწერა
    სრულად
  • საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ასოციაცია კოვიდ-19-ს კონტაქტების მოძიების ტრენინგი საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ახალი კოჰორტისთვის
    საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი 2020 წლის განმავლობაში განიცდიდა კონტაქტების მოძიების შესაძლებლობებისა და რესურსების ნაკლებობას. ასევე, არსებული ეპიდემიოლოგების შეზღუდული რაოდენობის კონტაქტების მოძიებით დატვირთულობამ, განაპირობა არსებით ეპიდემიოლოგიური სამუშაოებზე ნაკლები დროის დათმობა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების ახალი კოჰორტის მომზადება COVID-19-ის პანდემიის საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემაზე დამანგრეველი ეფექტების თავიდან ასაცილებლად. COVID-19-ის კრიზისმა შექმნა კონტაქტების მოძიების უპრეცენდენტო საჭიროება მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც ათასობით ადამიანისგან მოითხოვს შესაბამისი უნარების სწრაფად შესწავლას. კონტაქტების მოძიების პოზიციაზე მუშაობისთვის მოთხოვნილი უნარები განსხვავდება ქვეყნებს შორის, ზოგიერთი ასეთი პოზიცია ხელმისაწვდომია არასპეცილისტი ადამიანებისთვისაც. ამ პროექტის მიზანია გააძლიეროს საქართველოს პასუხი COVID-19-ის პანდემიის შესაძლო მეორე ტალღაზე და  შეამციროს მისი უარყოფითი ზეგავლენა ქვეყანაზე. ამისათვის დაგეგმილია 150 ახალი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტის ტრენინგი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ მომზადებული COVID-19-ის კონტაქტების მოძიების კურსით, რომელიც ითარგმნა ქართულ ენაზე და მოერგო ადგილობრივ კანონმდებლობას. ეს კურსი წარმოადგენს უახლეს და მეცნიერულად გამართულ ინფორმაციას, რომელიც მორგებულია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების მოთხონვებზე. ამ კურსში სტუდენტები შეისწავლიან SARS-CoV-2-ის პათფიზიოლოგიას (ინფექციური პერიოდის დეტალების ჩათვლით), კოვიდ-19-ის კლინიკურ სურათს, თუ როგორ გადაეცემა SARS-CoV-2 ერთი ადამიანიდან მეორეს და რატომ არის კონტაქტების მოძიება ასეთი ეფექტური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბერკეტი. მსმენელები ისწავლიან თუ როგორ ხდება კონტაქტების მოძიება, მათ შორის: როგორ დავამყაროთ ურთიერთგაგება და ნდობა დადასტურებულ შემთხვევებთან, როგორ მოვახდინოთ მათი კოტნაქტების იდენტიფიცირება, როგორ დავუჭიროთ მხარი როგორც დადასტურებულ შემთხვევებს, ასევე მათ კონტაქტებს, მათ თემში დაავადების გავრცელების შეჩერების მიზნით. კურსი ასავე მოიცავს რამდენიმ
    სრულად
  • ტელესკოლა
    საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი „ტელესკოლა“ დაიწყო. ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან, საშუალებას მისცემს, საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში ნახოს. განათლების სამინისტროს მიერ მომზადდა გაკვეთილების ცხრილი, რომელიც კლასების მიხედვით, მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებსა და პროგრამას.  ტელეგაკვეთილებს სხვადასხვა საგნის გამოცდილი პედაგოგები ატარებენ, მოიცავს როგორც ქართულ, ასევე არაქართულენოვან სექტორს (სომხური, აზერბაიჯანული) ეთნიკური უმცირესობების ინტერესების გათვალისწინებით. ტელეგაკვეთილები უზრუნველყოფილი იქნება სურდოთარგმანით, გადაღებები მიმდინარეობს, როგორც სტუდიაში ასევე ათვისებულია გარე ლოკაციები, საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე. მაგალითად ფიზიკის გაკვეთილები, რომელსაც პირობითად დავარქვით ,,ფიზიკის დრო’’ გადაღებულია ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ ლაბორატორიაში, მისი შემქმნელისა და ავტორის დავით სონღულაშვილის მონაწილეობით, ასევე დასაფასებელია კერძო სექტორის მხარდაჭერა, ამის მაგალითია ქიმიის გაკვეთილები რომელთა გადაღებაც წარმოებს სკოლა ,,ბაქსვუდისა’’ და ,,ევროპული სკოლის’’ ქიმიის ლაბორატორიებში. საინტერესოა ის ფაქტი, რომ გაკვეთილებს შორის არის მცირე ქრონომეტრაჟის სსმპ ბავშვებისთვის განკუთვნილი აქტივობები, სპორტის გაკვეთილები და სამოქალაქო განათლებისთვის მიძღვნილი შემეცნებითი ვიდეო რგოლები. გარდა ამისა არხის საეთერო ბადეში განთავსებულია დოკუმენტური ფილმების ციკლი ,,ქართლის ცხოვრება მარიამ ლორთქიფანიძესთან ერთად“, ,,არტესა“ და ,,ბიბისის’’ დოკუმენტურ-შემეცნებითი ფილმები, რომლებსაც პედაგოგები სასწავლო პროგრამის ნაწილად იყენებენ. ასევე აღსანიშნავია, ქართული-ხალხური სიმღერისა და ცეკვის გაკვეთილები, ჭადრაკის შესწავლა სატელევიზიო სივრციდან.  ,,ტელესკოლა’’, რა თქმა უნდა არ ანაცვლებს სკოლის სასწავლო პროცესს, მაგრამ ძალიან ღირებული და ინფორმატიული იქნება ბავშვებისთვის.
    სრულად

ვიდეო რესურსები

    • ენა: ინგლისური
    • თარიღი:

    Intensive Course for Teachers of English (ICTE) Program


    0 0
    • ენა: ქართული
    • თარიღი:

    სფეროს მოცულობა


    0 0
    • ენა: ქართული
    • თარიღი: 2018

    მუცო


    საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო

    3.7 3
    • ენა: ქართული
    • თარიღი: 2016

    ედემიდან სვლა


    პოლ სალოპეკი, ჰარვარდის უნივერსიტეტის განათლების სპეციალისტები, საქართველოს ეროვნული მუზეუმი

    5 0
    • ენა: ქართული
    • თარიღი:

    ანატომიის სასწავლო პროგრამა "3D Organon Anatomy" ქართულ ენაზე


    3.7 2
    • ენა: ქართული
    • თარიღი: 2018

    პოზიტიური დისციპლინა


    გაეროს ბავშვთა ფონდი; განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;

    5 0

ელექტრონული წიგნები

    • ენა: ქართული
    • თარიღი:

    "3D Organon Anatomy" ჩონჩხი


    ჯი ეს ინტეგრატორი

    3.2 3
    • ენა: რუსული
    • თარიღი: 2017

    Путеводитель по медиаграмотности, Как бороться с манипуляциями и ложной информацией


    Курдадзе Дали

    5 0
    • ენა: ქართული
    • თარიღი: 2018

    ტყის ხანძარი


    ნინო სულხანიშვილი

    2.3 8
    • ენა: ქართული
    • თარიღი: 2013

    მოსწავლის რვეული IV დონე


    მაია მელიქიძე ნინო გორდელაძე

    0 0
    • ენა: ქართული
    • თარიღი:

    VII კლასი, მასწავლებლის სახელმძღვანელო


    0 0
    • ენა: სხვა
    • თარიღი: 2018

    თანამშრომლობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მედიასთან, აზერბაიჯანულ ენაზე (მასწავლებლის წიგნი)


    ნინო ერემაშვილი, ლევან ახვლედიანი, დავით ლოსაბერიძე, თამარ რუხაძე

    0 0
    • ენა: ქართული
    • თარიღი: 2010

    სადამრიგებლო საათის პროგრამა (I-IV კლასი)


    ნინო ლაბარტყავა ნინო ლორთქიფანიძე

    0 0
    • ენა: ქართული
    • თარიღი: 2011

    საბავშვო ბაღის აღმზრდელის დამხმარა სახელმძღვანელო


    ია აფთარაშვილი ნანა დალაქიშვილი რუსუდან თაყაიშვილი ნინო ლაბარტყავა ნათია ნიაური ბუბა ოჩიაური ქეთევან ქობალია თამარ ხაჯალია

    1 1
    • ენა: ინგლისური
    • თარიღი: 2010

    Pupil's Flashcards


    ქეთევან ჯაყელი, ნინო გურგენიძე, ნინო ხოსროშვილი

    0 0
    • ენა: ინგლისური
    • თარიღი: 2013

    The Four Golden Gospels (A Georgian Manuscript Preserved in the Holy Sepulchre Church in Jerusalem)


    Tina Tseradze

    0 0

ბლოგები

  • CryptoQuant-ის ანალიტიკოსების პროგნოზით 2024 წლის დასაწყისში Bitcoin-ის ფასი 50 ათასი აშშ დოლარი გახდება
    CryptoQuant-ის ექსპერტებმა დაუშვეს შესაძლებლობა, რომ Bitcoin-ის ფასი 2024 წლის დასაწყისში 50 ათას აშშ დოლარს გადალახავს, აცხადებს The Block.  პროგნოზი ეფუძნება ციფრული ოქროს მფლობელების აქტივობის ანალიზს. ის ასევე ითვალისწინებს ტრანზაქციის მოცულობის დინამიკას, საბაზრო კაპიტალიზაციას და მეტკალფის კანონს კრიპტოვალუტების კონტექსტში.  „Bitcoin-ის ფასის დიაპაზონი შეიძლება იყოს 50000-53000 აშშ დოლარი ქსელის აქტივობაზე დაყრდნობით“, აღნიშნეს ექსპერტებმა.  მათი თქმით ბაზარი ახლა უახლოვდება „გახურებულ ხარულ ფაზას“, რომელსაც ისტორიულად ახლავს პაუზები და კორექტივები.  ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ მოგების მქონე მონეტების მიწოდების მოცულობა აღემატება 88%-ს. ეს მიუთითებს გაყიდვების პოტენციურ ზეწოლაზე და, შესაბამისად, სავარაუდო მოკლევადიან კორექციებზე.  ექსპერტების აზრით არარეალიზებული მოგების ასეთი მაღალი დონე „ისტორიულად ემთხვეოდა ლოკალურ მაქსიმუმებს“.  სხვა საკითხებთან ერთად CryptoQuant-მა დააფიქსირა Bitcoin-ვეშაპების გამოცოცხლება, რაც 2021 წლის ტენდენციების მსგავსია“.  ანალიტიკოსებმა ასევე აღნიშნეს ციფრული ოქროს მთლიანი მიწოდების შემცირება მიმოქცევაში "ძირითადი ბაზრის მოლოდინების ფონზე":  ”მოკლევადიანი და გრძელვადიანი მფლობელების მხრიდან გაყიდვების შემცირებამ ინვესტორების პოზიტიურ მოლოდინებთან ერთად შესაძლოა შექმნას პირობები პირველი კრიპტოვალუტის ღირებულების შემდგომი ზრდისთვის.”  ადრე ინდუსტრიის ვეტერანმა და Blockstream-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ადამ ბეკმა ივარაუდა Bitcoin-ის ფასის 100 ათას აშშ დოლარამდე ზრდა 2024 წლის აპრილში -  მომავალ ჰალვინგამდე.    წყარო: Overclockers.ge
    სრულად
  • Microsoft, OpenAI და სხვები შეიძენენ AMD Instinct MI300X AI ამაჩქარებლებს, როგორც NVIDIA-ს დეფიციტური ჩიპების ალტერნატივას
    Meta-მ, OpenAI-მ, Microsoft-მა და Oracle-მა განაცხადეს, რომ გეგმავენ AMD Instinct MI300X ხელოვნური ინტელექტის უახლესი ამაჩქარებლების ინტეგრირებას თავიანთ სისტემებში. ინდუსტრიის ლიდერებმა ნათლად აღნიშნეს, რომ ეძებენ NVIDIA-ს ძვირადღირებული და დეფიციტური ხელოვნური ინტელექტის ამაჩქარებლების ალტერნატივებს, რომლებიც საჭიროა ხელოვნური ინტელექტის პლატფორმების, მათ შორის ChatGPT-ისთვის.  AMD-ის მაღალი წარმადობის Instinct MI300X ამაჩქარებლების მიწოდება მომავალი წლის დასაწყისში დაიწყება და თუ ის შესაფერისი იქნება ტექნოლოგიური კომპანიებისა და ქლაუდ სერვისების პროვაიდერებისთვის, ამან შეიძლება შეამციროს ხელოვნური ინტელექტის მოდელების განვითარების ხარჯები და მოახდინოს კონკურენტული ზეწოლა NVIDIA-ზე, რომელიც ამ ბაზრის მნიშვნელოვან წილს ფლობს. როგორც AMD-მ აღნიშნა, MI300X დამყარებულია ახალ CDNA3 არქიტექტურაზე და შეუძლია ძალიან მაღალი წარმადობის უზრუნველყოფა. მისი ერთ-ერთი გამორჩეული მახასიათებელია 192 გბ უახლესი მაღალსიჩქარიანი HBM3 მეხსიერება, რომელიც შესანიშნავია ხელოვნური ინტელექტის დიდი ენობრივი მოდელებისთვის.  AMD-ის ხელმძღვანელმა ლიზა სუმ Instinct MI300X შეადარა ბაზარზე ერთ-ერთ საუკეთესო ამაჩქარებელ NVIDIA H100-ს. „ეს წარმადობა უშუალოდ აუმჯობესებს [ნეიროქსელების] სამომხმარებლო გამოცდილებას. როდესაც მოდელს უსვამ კითხვას, გინდა, რომ მან უფრო სწრაფად უპასუხოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პასუხები უფრო რთული ხდება, ”- განაცხადა მან. მთავარი კითხვა ის არის - ის მომხმარებლები, რომლებიც იყენებენ NVIDIA აღჭურვილობას, მზად არიან თუ არა დახარჯონ დრო და ფული სხვა მომწოდებლის პროდუქტების დანერგვაში. AMD-მ ინვესტორებსა და პარტნიორებს განუცხადა, რომ მან გააუმჯობესა ROCm პროგრამული უზრუნველყოფის კომპლექტი, რათა კონკურენცია გაუწიოს პირდაპირ NVIDIA CUDA-ს, რასაც ხელოვნური ინტელექტის დეველოპერები უკვე მიეჩვივნენ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია ფასი: NVIDIA-ს ამაჩქარებლები იყიდება 40 ათას
    სრულად
  • გამოვიდა გამოსახულების გენერატორი ხელოვნური ინტელექტი Imagine with Meta
    DALL-E-ს, Midjourney-ისა და Stable Diffusion-ის შემდეგ Meta-მ წარადგინა საკუთარი გამოსახულების გენერატორი. პლატფორმა, რომელიც ქმნის სურათებს ტექსტური ბრძანებების გამოყენებით ეფუძნება ხელოვნური ინტელექტის მოდელ Emu-ს, რომელიც განსწავლულია გრაფიკასთან მუშაობისთვის. გენერატორს ეწოდება Imagine with Meta - იგი გთავაზობთ ოთხ სურათს ერთი მოთხოვნით, მაგრამ ამჟამად ხელმისაწვდომია მხოლოდ აშშ-ში.  „ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო იყო მომხმარებლებისგან იმის მოსმენა, თუ როგორ იყენებენ Imagine-ს, Meta AI-ის ტექსტზე დამყარებული გამოსახულების გენერირების ფუნქციას ჩატებში სახალისო და კრეატიული კონტენტის შესაქმნელად. დღეს ჩვენ ვაფართოვებთ წვდომას Imagine-ზე ჩატებს მიღმა. ჩვენი შეტყობინებების პლატფორმა შექმნილია ორმხრივი შეტყობინებებისთვის და ახლა თქვენ შეგიძლიათ სურათების გენერირება უფასოდ ვებ-ინტერფეისში“, - ნათქვამია კომპანიის ბლოგში.  ამ დროისთვის Imagine with Meta-ს მიერ შექმნილი ნახატები მონიშნულია ხილული ჭვირნიშნით (watermark-ით), მომავალში დეველოპერი მას უხილავით შეცვლის - მას დააგენერირებს ხელოვნური ინტელექტი და შესაბამისი მოდელი შეძლებს მის აღმოჩენას. ასეთი ჭვირნიშანი მდგრადი იქნება გამოსახულების ტრადიციული მანიპულაციების მიმართ: ამოჭრა, ზომისა და ფერის შეცვლა, ეკრანის კადრების გადაღება, შეკუმშვა, ხმაურის დამატება, სტიკერები და მრავალი სხვა, განმარტა Meta-მ. სამომავლოდ კომპანია გეგმავს მსგავსი მარკირების დანერგვას თავის ბევრ პროდუქტში ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი სურათებით.  ამ დროისთვის Imagine with Meta ხელმისაწვდომია მხოლოდ აშშ-ის მომხმარებლებისთვის. ადრე Meta-მ Instagram-ის და Facebook-ის მომხმარებლებს შესთავაზა ხელოვნური ინტელექტის სტიკერების გენერატორი, მაგრამ სოციალური ქსელის მომხმარებლებმა დაიწყეს მისი გამოყენება უხამსობის შესაქმნელად - სერვისის ფილტრები საკმაო
    სრულად
  • Bitcoin-ის ფასი ზრდას განაგრძობს და მიაღწია 44 ათას აშშ დოლარს
    კაპიტალიზაციის მიხედვით უმსხვილესი კრიპტოვალუტა აგრძელებს ზრდას, სამშაბათს მისმა ფასმა 44000 აშშ დოლარს გადააჭარბა პირველად 2022 წლის აპრილის შემდეგ, ღირებულება გაიზარდა 160%-ზე მეტით წელიწადში. სიდიდით მეორე კრიპტოვალუტა Ethereum-ის (ETH) ფასი გაიზარდა 1.6%-ით 2263.76 აშშ დოლარამდე გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ზრდამ 88% შეადგინა.  Coin Metrics-ის თანახმად Bitcoin მოკლე ვადით 44903.45 აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც მისი უმაღლესი დონეა 2022 წლის 7 აპრილის შემდეგ. ჯერ კიდევ ნოემბრის დასაწყისში Bitcoin-ის ფასი 34 ათას აშშ დოლარს შეადგენდა, გასულ შაბათ-კვირას იგი გაიზარდა 40 ათას აშშ დოლარამდე, ერთი დღის შემდეგ კი - 41 ათას აშშ დოლარამდე.  Bitcoin-ის ფასის ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო ინვესტორების ნდობა, რომ Bitcoin-ETF ამოქმედდება შეერთებულ შტატებში. ინვესტორების ოპტიმიზმი კიდევ უფრო გაზარდა ცნობებმა, რომ Bitcoin ETF-ის პოტენციური ემიტენტები ხვდებიან აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიას.  ითვლება, რომ Bitcoin ETF-ს 2024 წლის დასაწყისში გაეხსნება გზა, რაც მიანიშნებს კრიპტოვალუტაში ახალი ინვესტიციების შემოდინების შესახებ. რამდენადაც Bitcoin აგრძელებს ზრდას, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია უკვე აღემატება მსოფლიოს ზოგიერთი უმსხვილესი კომპანიის აქტივებს.  „Bitcoin ავიდა Berkshire Hathaway-ზე მაღლა, გაუსწრო Tesla-ს, ასევე პლანეტის ზოგიერთ უმსხვილეს კომპანიას“, - აღნიშნა TheStreetCrypto ანალიტიკოსმა ჯორჯ ტუნგმა, „შემდეგ ის გადააჭარბებს Meta-ს, შემდეგ NVIDIA-ს და შემდეგ - ვერცხლის ბაზარს“.  ინვესტორები ასევე ელიან Bitcoin-ის განახევრებას, რომელიც მოსალოდნელია 2024 წლის გაზაფხულზე.    წყარო: Overclockers.ge
    სრულად
  • Intel შევიდა ჩიპების უმსხვილესი საკონტრაქტო მწარმოებლების ათეულში - მისი შემოსავალი ყველაზე მეტად გაიზარდა
    TrendForce-ის სტატისტიკა აჩვენებს, რომ მესამე კვარტალში სმარტფონების ბაზრის აღდგენამ და სხვა ფაქტორებმა განაპირობა ჩიპების ათი უმსხვილესი მწარმოებლის მთლიანი შემოსავალი გაზრდილიყო 7.9%-ით 28.29 მლრდ აშშ დოლარამდე. არ არის გამორიცხული, რომ მეოთხე კვატალში ზრდა კიდე უფრო მაღალი იყოს. აგრეთვე საინტერესოა ის, რომ შედგა Intel-ის დებიუტი საკონტრაქტო მწარმოებლების ტოპ ათეულში.  სმარტფონების საბოლოო ბაზარი კვლავ ავლენს მდორე მოთხოვნას, მაგრამ საკონტრაქტო ჩიპების მწარმოებლების მხრიდან გაიზარდა მოთხოვნა ჩინური Android-სმარტფონების ჩიპებზე, განსაკუთრებით საშუალო და დაბალი ფასის დიაპაზონში და ახალი Apple iPhone-ისთვის განკუთვნილ კომპონენტებზე. თავისი როლი ასევე ითამაშა iPhone 15 სერიამ.  ჩიპების უმსხვილესი საკონტრაქტო მწარმოებლად რჩება ტაივანური TSMC, რომელმაც მესამე კვარტალში გაზარდა თავისი შემოსავალი 10.2%-ით 17.25 მლრდ აშშ დოლარამდე და დაიკავა გლობალური ბაზრის 58%, წინა კვარტალში ეს მაჩვენებელი 56.4% იყო. მესამე კვარტალში კომპანიის დამკვეთებმა შეიძინეს ჩიპები არა მხოლოდ საშუალო და დაბალი ფასის დიაპაზონის სმარტფონებისთვის, არამედ უფრო მაღალი დონის მოწყობილობების ახალი მოდელებისთვის, ასევე კომპონენტები კომპიუტერებისთვის. 3-ნანომეტრიან პროდუქტებზე მოთხოვნამ უზრუნველყო TSMC-ის შემოსავლის 6% მესამე კვარტალში, ხოლო ტექნოპროცესები, რომლებიც არ აღემატება 7-ნანომეტრიან ტექნოლოგიას, ჯამში შეადგენდა ამ კომპანიის შემოსავლის თითქმის 60%-ს.  Samsung Electronics ოთხჯერ ჩამორჩება საკონტრაქტო შემოსავლით, მაგრამ მან შეძლო მისი გაზრდა 14.1%-ით 3.69 მლრდ აშშ დოლარამდე. ზრდა უზრუნველყო Qualcomm-ის ჩიპების და OLED დისპლეების დრაივერების წარმოების შეკვეთებმა. Samsung-მა შეძლო საკონტრაქტო ბაზრის წილის გაზრდა 11.7-დან 12.4%-მდე მიმდინარე წლის მეორე კვარტალთან შედარებით.  ჩიპების უმსხვილესი საკონტრაქტო მწარმოებლების რეიტინგში მესამე
    სრულად