პროექტები

გაკვეთილი #1

მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, წარმოგიდგენთ პროექტს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს  სკოლებში მოსწავლეებს პირდაპირი ეთერის საშუალებით შესაძლებლობა ექნებათ მოისმინონ საინტერესო და მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტები იმ ქართველების შესახებ, რომლებმაც თავი გააცნეს და გააოცეს მსოფლიო, შევიდნენ ინტერაქციაში მთხრობელთან და სასურველ კითხვებზე მიიღონ პასუხები.