დასახელება: საუბრები მომავალზე

მოკლე აღწერა:

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, გთავაზობთ პროექტს „საუბრები მომავალზე“. პროექტის მიზანია ზოგადი განათლების სფეროში აქტუალურ თემებზე საუბარი და სწავლების პროცესის თანამედროვე ტექნოლოგიებით გამდიდრება. პროგრამის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, ონლაინ რეჟიმში, მოისმინონ ლექციები სხვადასხვა საინტერესო თემაზე, დასვან კითხვები და მიიღონ პასუხები.

დასახელება: გაკვეთილი #1

მოკლე აღწერა:

მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, წარმოგიდგენთ პროექტს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს  სკოლებში მოსწავლეებს პირდაპირი ეთერის საშუალებით შესაძლებლობა ექნებათ მოისმინონ საინტერესო და მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტები იმ ქართველების შესახებ, რომლებმაც თავი გააცნეს და გააოცეს მსოფლიო, შევიდნენ ინტერაქციაში მთხრობელთან და სასურველ კითხვებზე მიიღონ პასუხები.