ეროვნული სასწავლო გეგმა

ქ. თბილისი, დიმიტრი უზნაძის N52
esg@mes.gov.ge
2 200 220
ncp.ge
ეროვნული სასწავლო გეგმებისა და სასწავლო რესურსების სამმართველო არის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის - სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეული. ეროვნული სასწავლო გეგმებისა და სასწავლო რესურსების სამმართველოს კომპეტენციაა: წინადადებების მომზადება სკოლამდელი და ზოგადი განათლების პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავების მიზნით; ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარება, ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგნის/საგნების პროგრამების, მათ შორის გაფართოებული და ალტერნატიული სასწავლო გეგმების შემუშავება/განვითარება, პილოტირება და მისი დანერგვის ხელშეწყობა; სასკოლო სასწავლო გეგმების განვითარების ხელშეწყობა; საგანმანათლებლო რესურსცენტრების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, გამომცემლობების, ავტორის/ავტორთა ჯგუფების, საგანმანათლებლო ასოციაციებისა და განათლების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების კონსულტირება ეროვნული სასწავლო გეგმის კონცეპტუალურ და ორგანიზაციულ-ადმინისტრაციულ საკითხებზე, ასევე საგანმანათლებლო სტანდარტებისა და პროგრამების თაობაზე; ეროვნული სასწავლო გეგმის დამხმარე მეთოდოლოგიური და სასწავლო რესურსების შემუშავება/განვითარება და გავრცელებისა და დანერგვის ხელშეწყობა; ეროვნულ უმცირესობათა ინტეგრირების ხელშემწყობი საგანმანათლებლო პოლიტიკის შემუშავება, მათ შორის ბილინგვური განათლების კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და სხვ.
    • ენა: ქართული
    • თარიღი: 2017

    როგორ დავრგათ ხეები სწორად


    ნინო სულხანიშვილი

    0 2