აზროვნების აკადემია

საქართველო, ქ. თბილისი, თინა იოსებიძის ქ. #57, 0160.
azrovnebisakademia@gmail.com
(+995) 558 545 525
azrovnebisakademia.ge
აზროვნების აკადემია
აზროვნების აკადემია არის კულტურულ-საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც 2017 წლიდან ახორციელებს პროექტებს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისა და სეგმენტისათვის.
აზროვნების აკადემიის განხორციელებული, აქტიური და დაგეგმილი პროექტები:
• სალონური საუბრები ლიტერატურაზე, ფსიქოლოგიაზე, ფილოსოფიაზე და სხვადასხვა თემატიკაზე, სალონური საუბრების გასვლითი ტურები
საკვირაო სკოლა 5-17 წლის ბავშვებისათვის თბილისში და რეგიონებში (ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი).
• პიროვნული ზრდისა და ემოციური ინტელექტი განვითარების კურსი ზრდასრულებისა მოზარდებისათვის.
• არტ-თერაპიის კურსი ბავშვის პიროვნული განვითარებისათვის.
• ფსიქოლოგიის და ფილოსოფიის საფუძვლების 8 თვიანი კურსები.
• Pre-school - სკოლისთვის მოსამზადებელი კურსი 5 - 6 წლის ბავშვებისათვის.
აზროვნების აკადემია პერიოდულად ქმნის და ახორციელებს პროექტებს ორგანიზაციებისათვის - ვორქშოფებს, ტრენინგებს, სალექციო კურსებს. ასევე, ლიტერატურულ სივრცეში ხშირად მასპინძლობს ჯგუფებს სხვადასხვა სკოლიდან, რომლებსაც აკადემიის პედაგოგები და ფსიქოლოგები უტარებენ შეხვედრებს. ჩვენს სივრცეში იმართება შეხვედრები მშობლებისათვის.
აკადემიას დაინტერესებული პირებისათვის უკვე აქვს მრავალფეროვანი ვიდეო და აუდიო მასალა, ლექციებისა და ტრენინგების ჩანაწერები და ინფორმატიული ვიდეო ამონარიდები.