დავიცვათ საქართველოს სისუფთავე

ქ.თბილისი, ნინო ჟვანიას ქ.N10
info@kgt.ge
(+995 32) 2 22 77 97;555 55 78 38
www.kgt.ge
2019 წლის, 1 ივლისიდან, ორგანიზაცია „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT) ადგილობრივ და შვედ პარტნიორ-ორგანიზაციებთან ერთად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მის სტრუქტურულ ერთეულთან სსიპ “გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან” თანამშრომლობით 2019-2023 წლებში ახორციელებს პროექტს სახელწოდებით დავიცვათ საქრთველოს სისუფთავე.

პროექტი მიზნად ისახავს სათბურის გაზების ემისიებისა და გარემოს დაბინძურების შემცირებას 2023 წლისთვის გარემოსდაცვითი მდგრადი განათლებისა და ცირკულარული ეკონომიკის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის გზით საქართველოში.

პროექტის პრიორიტეტია გარემოსდაცვითი მდგარდი განათლება და მისი ინტეგრირება ქვეყნის ზოგადი განათლების სისტემაში. აგრეთვე ცნობიერების ამაღლება და მოსახლეობის, ბიზნეს სექტორისა და საქართველოს მთავრობის მაღალი ჩართულობა ნარჩენების მართვის სექტორის გასაუმჯობესებლად, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ადამიანის უფლების დაცვა ცხოვრობდეს სუფთა და ჯანსაღ გარემოში.
    • ენა: ქართული
    • თარიღი: 2018

    დაღვრილი ვერცხლისწყლის შეგროვება და შენახვა


    გია ხატისაშვილი

    0 0
    • ენა: ქართული
    • თარიღი: 2018

    ადვილად აალებადი და საწვავი სითხეების განადგურება


    გია ხატისაშვილი

    0 0