საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ქ. თბილისი, ა. ფურცელაძის ქუჩა 3.
info@museum.ge
+(995 32) 299 71 76
museum.ge
საქართველოს ეროვნული მუზეუმი 2004 წელს შეიქმნა და წარმოადგენს ყველაზე დიდ სამუზეუმო ინსტიტუციას საქართველოში. ის ქვეყნის ხანგრძლივი სამუზეუმო ტრადიციების გამგრძელებელია. მის შემადგენლობაში შედის მუზეუმები, ეროვნული გალერეა, სახლ-მუზეუმები, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები და მუზეუმ-ნაკრძალები. ეროვნული მუზეუმის ინსტიტუციური განვითარება UNESCO-ს, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით მიმდინარეობს. საქართველოს ეროვნული მუზეუმი მრავალი წელია ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას. გამოფენებით, კოლექციებითა და მრავალფეროვანი პროგრამებით მუზეუმის ქსელი მნიშვნელოვან საგანმანათლებლო რესურსს და სამეცნიერო პლატფორმას ქმნის. ეროვნული მუზეუმი წარმოადგენს მულტიფუნქციურ სივრცეს, რომელიც მთლიანად დამთვალიერებელზეა ორიენტირებული და მისი კარი ყოველთვის ღიაა – განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის.

ელ. წიგნები

ვიდეოები

© emis.ge   Email: info@emis.ge   Tel: 032 220 0 220
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში