მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი

ქ.თბილისი, გმირი კურსანტების N 4
info@tpdc.ge
+995 (32) 2 200220 (47 08) +995 (32) 2 200 220 (47 11
tpdc.ge
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი არის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის მიზანია სკოლაში სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა მასწავლებლის პროფესიული ცოდნისა და საქმიანობის მაღალი სტანდარტის დამკვიდრების გზით. ცენტრის საქმიანობა: * პროფესიული სტანდარტების შემუშავებისა და დანერგვის უზრუნველყოფა; * უწყვეტი პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სისტემის შემუშავებისა და დანერგვის ხელშეწყობა; * განათლების ეროვნული პოლიტიკისა და ცენტრის სტრატეგიის მიერ განსაზღვრული მიზნობრივი პროგრამების დაგეგმვა-განხორციელება. ცენტრის მისია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მისიაა მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების პირობების შექმნა. ამისათვის ცენტრი წარმართავს მასწავლებლის პროფესიული განვითარების პოლიტიკის შემუშავების მონაწილეობით პროცესს, უზრუნველყოფს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების შემუშავება-დანერგვას, ახორციელებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამებს და ხელს უწყობს მასწავლებელთა პროფესიული საქმიანობისა და განვითარების ღია სისტემის დამკვიდრებას.

ელ. წიგნები

© emis.ge   Email: info@emis.ge   Tel: 032 220 0 220
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში