+
მუზეუმი და კულტურული მემკვიდრეობა
ავტორი: პროექტის იდეის ავტორი და განხორციელება: ირმა დოლიძე, ეკა კაჭარავა
მომწოდებელი: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
თემა: სამეცნიერო
საშუალო, პროფესიული, მასწავლებლისთვის
ენა: რუსული
გამოცემის თარიღი: 2014
რეიტინგი:
2014 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში საფუძველი ჩეყარა სამეცნიერო კონფერენციის _ `მუზეუმი და კულტურული მემკვიდრეობა~ _ ჩატარების ტრადიციას. კონფერენცია მიეძღვნა ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღეს, მუზეუმების საერთაშორისო დღესა და კულტურული მემკვიდრეობის კვირეულს. კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, სააგენტოში შემავალი მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების თანამშრომლები, ასევე, სამუზეუმო სფეროში მოღვაწე სპეციალისტები საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან, სამხატვრო აკადემიიდან, საქართველოს ეროვნული არქივიდან და სხვ. კონფერენციამ, როგორც ღონისძიებამ, ცხადყო მისი მნიშვნელობა, მიზნობრიობა და აქტუალობა, სამუზეუმო მიმართულებით მიღწეული წარმატებები, ნაკლოვანებები, პრობლემები და ამ პრობლემების მოგვარების გზები.

იხილეთ აგრეთვე

×
© emis.ge   Email: info@emis.ge   Tel: 032 220 0 220
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში