+
ივანე ჯავახიშვილი და ქართული ეტიკეტის ისტორიის საკითხები
ავტორი: დავით სართანია
მომწოდებელი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
თემა: სამეცნიერო
ენა: ქართული
გამოცემის თარიღი: 2002
რეიტინგი:
ნაშრომი ეძღვნება დიდი ქართვლი ისტორიკოსის ივანე ჯავახიშვილის სამეცნიერო შემოქმედების ერთ ასპექტს, რომელიც ჯერ-ჯერობით ყურადღებამიუქცეველია. ესაა დიდი მეცნიერის მიერ ქართველი ერის ყოფაცხოვრების ერთი სფეროს – საურთიერთო ნორმების (ეტიკეტის) ისტორიის შესწავლის საკითხი. ამ თემას ივანე ჯავახიშვილი განიხილავდა საგანგებო ნაშრომში, რომელზედაც იგი ინტენსიურად მუშაობდა, მაგრამ მისი დასრულება და გამოცემა ვეღარ მოასწრო. მიუხედავად იმისა, რომ ამ შრომის ერთი ნაწილი შეცვლილი სათაურით გამოქვეყნდა (მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისათვის), იგი მთლიანობაში ქართული სამეცნიერო საზოგადოებისათვის უცნობია. ამ შრომას ეწოდება: ყოფა-ცხოვრების წესებისა და ზნე-ჩვეულებების და ნივთიერი კულტურის ისტორია

იხილეთ აგრეთვე

×