+
კულტურის ფენომენოლოგია და კვანტური ფიზიკის ფილოსოფიური პრობლემები
ავტორი: მამუკა დოლიძე
მომწოდებელი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
თემა: სამეცნიერო
ენა: ქართული
გამოცემის თარიღი: 2007
რეიტინგი:
კრებული წარმოადგენს ფიზიკის ფილოსოფიური საკითხების თანმიმდევრულ ანალიზს კვანტური მექანიკის ფენომენოლოგიური კონცეფციის ჩამოყალიბების მიზნით. ფენომენოლოგიური მიდგომა მიკროსამყაროს მიმართ გზას გვიხსნის გავაფართოვოთ ფიზიკის ფილოსოფიური კვლევის ფარგლები და ახლებურად განვჭვრიტოთ ფიზიკური რეალობის თემა მიკროკოსმოსში. ფენომენოლოგიური ფილოსოფიის უმთავრესი მოტივია სამყაროს მოცემულობაში ინტერსუბიექტური არსის ძიება, ამ მოცემულობის ფენომენად ქცევის გზით, ანუ მისი ობიექტური არსებობიდან განყენების მეთოდით, რაც ჩვენი აზრით, ეხმაურება და საინტერესოდ ერწყმის კვანტური მექანიკის ინტერპრეტაციას ნილს ბორის დამატებითობის პრინციპის საფუძველზე.

იხილეთ აგრეთვე

×