+
აღმოსავლურ-დასავლური ქრისტიანობა
მომწოდებელი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
თემა: სამეცნიერო
ენა: ქართული
გამოცემის თარიღი: 2009
რეიტინგი:
თავად შესაძლებლობა და ფაქტი ამ კრებულის – «აღმოსავლურ-დასავლური ქრისტიანობის” – არსებობისა, რომლის წინამორბედი ამ ხუთიოდე წლის წინათ დაარსებული «დიალოგია» (აღმოსავლურ-დასავლური ქრისტიანული ჟურნალი), გვიმტკიცებს აზრს, რომ არ დავეთანხმოთ ინგლისელი პოეტის პესიმისტურ სიტყვებს აღმოსავლეთისა და დასავლეთის ურთიერთშეუღწევლობისა და შეუხვედრელობის თაობაზე. თუმცა ჩვენ გვესმის, რომ ქრისტიანობის შემთხვევაში პრობლემა უკიდურესად გამძაფრებულია: როცა საუბარია ქრისტიანობის ერთი ღეროდან გამოსულ ორი შტოზე – აღმოსავლურზე და დასავლურზე, ბევრის თვალში პესიმიზმს სკეპსისი ემატება. განაჩენი თითქოს გამოტანილია: რა საერთოა რომსა და კონსტანტინოპოლს შორის? ასე დასმული ეს კითხვა რიტორიკულია და თითქოს იმთავითვე უარყოფით პასუხს გულისხმობს, როგორც თავის დროზე ანალოგიური კითხვა: რა საერთოა ათენსა და იერუსალიმს შორის? მაგრამ ისტორიამ დაამტკიცა, რომ ქრისტიანობა არ დარჩენილა აღმოსავლურ მოვლენად, ის თავისი არსით აღმოსავლურ-დასავლურია, აღმოსავლურ-დასავლური სინთეზის ნაყოფია და, ამდენად, გლობალური, პლანეტარული. ჩვენ – ორთავენი ერთი ცისქვეშ ვიმყოფებით

იხილეთ აგრეთვე

×