+
ისტორიული მასალები კვიპროსისა და საქართველოს ეკლესიების ურთიერთობების შესახებ
ავტორი: გიორგი მაჭარაშვილი
მომწოდებელი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
თემა: შემეცნებითი
ენა: ქართული
გამოცემის თარიღი: 2006
რეიტინგი:
წიგნი მოგვითხრობს იმ სულიერი კავშირ-ურთიერთობების შესახებ, რომელიც ძველი დროიდან არსებობდა კვიპროსსა და საქართველოს შორის. თავდაპირველად იგი ჩაფიქრებული იყო, როგორც მეხუთე წიგნი სერიიდან „და ეკლესიები“. აღნიშნული სერია ითვალისწინებდა ცალ-ცალკე წიგნებად გამოცემას კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმისა და სხვა ეკლესიებთან საქართველოს ურთიერთობის ამსახველი მასალებისა, ასევე ამ ეკლესიების ისტორიების გამოცემას პერიოდების მიხედვით. 2002 წელს თითქმის უკვე დასრულებული გვქონდა ალექსანდრიისა და საქართველოს ეკლესიების ისტორიული ურთიერთობების ამსახველი ანალოგიური წიგნი, ასევე კონსტანტინეპოლის ეკლესიის ისტორია (ოსმალური პერიოდისა) და იერუსალიმის ეკლესიის ისტორია (პირველი საუკუნეების). მაგრამ აღნიშნული სერიის მომზადება შეფერხდა და სამომავლოდ გადაიდო. მიუხედავად ამისა, მასალების შეგროვება არ შეგვიწყვეტია და მომავალში აუცილებლად განვახორციელებთ ჩანაფიქრს. ეს წიგნი დაიწერა 2002 წელს, მაგრამ, ქვეყნდება დაგვიანებით. ამიტომ მასში 2001 წლის შემდგომ მომხდარი მოვლენები ასახული არ არის.

იხილეთ აგრეთვე

×