+
საქართველო-პოლონეთის ურთიერთობის ისტორიიდან
ავტორი: გოჩა ხუნდაძე; ვლადიმერ კიკილაშვილი;
მომწოდებელი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
თემა: სამეცნიერო
ენა: ქართული
გამოცემის თარიღი: 2012
რეიტინგი:
უძველესი დროიდან ქართველი ხალხი ურთიერთობდა, როგორც უშუალო მეზობელ, ასევე შორეულ სახელმწიფოებთანაც. ქართულ-უცხოური ურთიერთობები უმეტეს შემთხვევაში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისაკენ იყო მიმართული. წინამდებარე ნაშრომის ავტორები წლების განმავლობაში მუშაობდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და ფილოლოგიის ფაკულტეტებზე კავკასიოლოგიის მიმართულებით. ნაშრომი დაწერილია თანამედროვე ისტორიული და ფილოლოგიური მეცნიერებების მიღწევათა დონეზე, რომელშიც გამოყენებულია თბილისის, მოსკოვის, სანკტ-პეტერბურგის, ოდესისა და სხვა ქალაქებში მოძიებული საარქივო მასალა. რუსეთის იმპერია, სწორედ ბედისწერა აღმოჩნდა საქართველო-პოლონეთის ურთიერთობებში. XIX საუკუნიდან ორივე ხალხის ურთიერთობა ერთი იმპერიის ფარგლებში ხდებოდა. ამიტომ დღევანდელი გადასახედიდან ნაშრომში განხილულია არა მარტო ისტორიული, არამედ წმინდა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით გადმოცემული საინტერესო ეპიზოდები და კოლონიური უღელის ქვეშ მყოფი ხალხების ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტები.

იხილეთ აგრეთვე

×
© emis.ge   Email: info@emis.ge   Tel: 032 220 0 220
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში