+
ნიგალი
ავტორი: ეთერ ბერიძე;
მომწოდებელი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
ენა: ქართული
გამოცემის თარიღი: 2009
რეიტინგი:
წიგნი მიძღვნილია ისტორიული საქართველოს ამ მხარისადმი, მასში ფართოდაა განხილული მისი კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობა, წარმოდგენილია ხეობის ლინგვისტურ-დიალექტოლოგიური და ფოლკლორული მასალა, ადგილობრივთა ეთნოლოგიური და ეთნოკულტურული ყოფის ასპექტები, ხეობის მკვიდრთა მეტყველების ნიმუშები, გაანლიზებულია ხეობის ტოპონიმიკური მასალა და მოცემულია მათი ენათმეცნიერული ანალიზი. ნაშრომი ეყრდნობა მდიდარ წყაროთმცოდნეობით ბაზას, რომელიც ავტორმა მოიპოვა ნიგალის ხეობაში ექსპედიციის დროს. მოცემულია ხეობის ტოპონიმური ფონდის შედარება XIX საუკუნის ქართველ და უცხოელ ავტორთა შრომებში დაცულ მასალებთან. მონოგრაფიაში წარმოდგენილია ნიგალის ხეობის კარტოგრაფიული რუკები. წიგნი განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისათვის. იგი კარგ სამსახურს გაუწევს სპეციალისტებს, აგრეთვე საკითხით დაინტერესებულ პირებს.

იხილეთ აგრეთვე

×
© emis.ge   Email: info@emis.ge   Tel: 032 220 0 220
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში