+
გრიგოლ ვაშაძის პირადი არქივი
ავტორი: მანანა ყვავილაშვილი
მომწოდებელი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
თემა: მხატვრული
ენა: ქართული
გამოცემის თარიღი: 2009
რეიტინგი:
ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში წერია: „არქივი – კრებული წერილობითი მასალებისა, რომლებიც განეკუთვნება ამა თუ იმ დაწესებულების ან პირის საქმიანობას». განსაზღვრება სრულია, მაგრამ, ერთგვარად, უკმარისობის გრძნობას ბადებს, მით უფრო, თუ ის რომელიმე პიროვნების არქივს ეხება. ასეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა მაშინ, როდესაც ეროვნული ბიბლიოთეკის ქართველოლოგიის განყოფილებაში შემოსული გრიგოლ ვაშაძის არქივს გავეცანით. ეს ნამდვილად არ არის მხოლოდ„კრებული წერილობითი მასალებისა», ეს არის ცხოვრება კაცისა, რომლის დახასიათებაც ერთი სიტყვით შეიძლება – მამულიშვილი..., თავადაც ხომ წერს: „დღიდან ჩემი თავის შეცნობისა, საქართველო ჩემთვის რელიგიაა და ასეთი დარჩება იგი კუბოს ფიცრამდის».

იხილეთ აგრეთვე

×