+
ქალი კლასიკურ ათენსა და ბერძნულ ტრაგედიაში
ავტორი: ქეთი ნადარეიშვილი
მომწოდებელი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
თემა: მხატვრული
ენა: ქართული
გამოცემის თარიღი: 2008
რეიტინგი:
წიგნი მოგითხრობთ კლასიკური პერიოდის (ძვ.წ. v-iv სს.) ბერძენი ქალების ცხოვრებისა და ძველი ბერძნული ტრაგედიის ქალთა ცნობილი სახეების შესახებ. ბინარული ოპოზიციების შუქზე ძველ ბერძნულ ტრაგედიათა ანალიზის საფუძველზე ავტორი ცდილობს, ახსნას ე. წ. „შეუსაბამობა“ კლასიკური პერიოდის ათენელი ქალების დაბალ სოციალურ სტატუსსა და ტრაგედიის ქალთა ღირსშესანიშნავ სახეთა შორის – ანუ მოძებნოს ურთიერთმიმართების გზები სოციალურ კონტექსტსა და მხატვრულ ლიტერატურას შორის. წიგნში განხილულია ქალის სტატუსი ათენის კანონმდებლობაში, მისი ყოველდღიური ცხოვრების სხვადასხვა ასპექტი, წარმოდგენილია სამივე ბერძენი დრამატურგის კონცეფცია ქალის შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბერძნულ ცნობიერებაში ქალისადმი დამოკიდებულების ძირითად ტენდენციათა მიმოხილვას.

იხილეთ აგრეთვე

×
© emis.ge   Email: info@emis.ge   Tel: 032 220 0 220
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში