საქართველოს სამხედრო მეცნიერების აკადემია
ავტორი: გივი იასეშვილი;
ჩემს მიერ თქვენს წინაშე განხილვაზე წარმოდგენილი კრებული «საქართველოს სამხედრო მეცნიერების აკადემია» (სსმა), დაარსება და მიღწევები, შედგება იმ გამოქვეყნებული სტატიებისაგან, ინტერვიუებისაგან, სამეცნიერო შრომებისაგან, მოხსენებებისაგან, სსმა-ს წლიური სამეცნიერო- კვლევითი ანგარიშებისაგან, განცხადებებისა და წერილებისაგან, რომლებიც საზოგადოებაში ფართოდ განხილულია, აპრობირებულია, სპეციალისტების მიერ მრავალგზის დადებითად შეფასებული- რეცენზირებულია და საიდუმლოებას არ წარმოადგენს.