+
ევროპის საბჭოს ქარტია დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებისა და ადამიანის უფლებათა სწავლების შესახებ
ავტორი: სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
მომწოდებელი: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
თემა: სასწავლო
მასწავლებლისთვის
ენა: ქართული
გამოცემის თარიღი: 2013
რეიტინგი:
განათლება არსებით როლს თამაშობს ევროპის საბჭოს ძირითად ღირებულებათა გავრცელებაში, ღირებულებათა, როგორიცაა დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა, ისევე, როგორც ადამიანის უფლებათა დარღვევების აღკვეთაში. უფრო ზოგადად, განათლება სულ უფრო მეტად აღიქმება როგორც ძალადობის, ექსტრემიზმის, ქსენოფობიის, დისკრიმინაციისა და შეუწყნარებლობის აღზევებისაგან დაცვის მექანიზმი. ამის დასტურია ორგანიზაციის 47 წევრის მიერ, რეკომენდაციის CM/Rec (2010)7 ფარგლებში მიღებული ევროპის საბჭოს ქარტია დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებისა და ადამიანის უფლებათა სწავლების შესახებ. ქარტიაზე მუშაობა რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, იგი შედეგია ფართომასშტაბიანი კონსულტაციებისა და არ შეიცავს ვალდებულებებს. ქარტია წარმოადგენს სახელმძღვანელოს დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ განათლების სფეროში ჩართული პირებისათვის.

იხილეთ აგრეთვე

×
© emis.ge   Email: info@emis.ge   Tel: 032 220 0 220
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში