ჩვენ შესახებპარტნიორები
ფავორიტებში დამატება
ქართული არქეოლოგიის კვალდაკვალ
ავტორი: გელა გამყრელიძე
მომწოდებელი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
თემა: სამეცნიერო
ენა: ქართული
გამოცემის თარიღი: 2008
რეიტინგი:
თანამედროვე არქეოლოგია საისტორიო მეცნიერებაა, რომელსაც კვლევის საკუთარი მეთოდი აქვს. არქეოლოგია კაცობრიობის ისტორიას მიწის წიაღში და წყალქვეშ მიკვლეული ნივთიერი კულტურის ძეგლების საშუალებით შეისწავლის. ნიადაგში არქეოლოგიის კვლევის საგანია ''კულტურული ფენა''რომელიც ადამიანის, საზოგადოების მოქმედების ნივთიერ ნაკვალევს შეიცავს. კერძოდ, ნამოსახლარებს, სამაროვნებს; შრომის იარაღებს, კერამიკას, შეიარაღება-საჭურველს, სამკაულს, საკულტო ინვენტარს და სხვ. ცალკეული ეპოქის კულტურულ ფენას შესაბამისი ისტორია აქვს. ''არქეოლოგიური კულტურა'' ნიშნავს ერთ გარკვეულ ტერიტორიაზე ერთნაირი და თანადროული ნივთების ანუ არტეფაქტების, არქეოლოგიური ძეგლების ანუ კომპლექსების ერთობლიობას. მათი შესწავლის საფუძველზე ხდება ისტორიულ-სოციოლოგიური ანალიზი და კაცობრიობის, ცალკეული საზოგადოების განვლილი ეტაპების რეკონსტრუქცია აღდგენა.

იხილეთ აგრეთვე

×
© emis.ge   Email: info@emis.ge   Tel: 032 220 0 220
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში