+
ბიომემბრანების ოქსიგენაზები
ავტორი: გია ხატისაშვილი; მარლენ გორდეზიანი; თამარ ვარაზი; მ. ყურაშვილი; მარინა ფრუიძე;
მომწოდებელი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
თემა: სასწავლო
პროფესიული, უმაღლესი, მასწავლებლისთვის
ენა: ქართული
გამოცემის თარიღი: 2009
რეიტინგი:
მონოგრაფიაში განხილულია მონოოქსიგენაზური ფერმენტული სისტემა, რომელიც ქსენობიოტიკების მეტაბოლურ გარდაქმნებზეა ორიენტირებული. ეს რთული მულტიფერმენტული კომპლექსია და ფართოდაა გავრცელებული ცოცხალ სამყაროში. წარმოდგენილი მასალა “ევოლუციური ქრონოლოგიით” ასახავს, როგორ იტვირთეს p450-შემცველმა მონოოქსიგენაზებმა დეტოქსიკაციის ფუნქცია. ნაშრომში დეტალურადაა გააანალიზებული ლიტერატურული და საკუთარი მონაცემები მონოოქსიგენაზების ფიზიოლოგიური და ბიოქიმიური როლის შესახებ. ცალკე თავი აქვს დათმობილი ციტოქრომ p450-ის ფერმენტული აქტივობის რეგულაციის ფუნქციურ და სტრუქტურულ ასპექტებს. წიგნი განკუთვნილია განსხვავებული დარგების სპეციალისტებისათვის: ქიმიკოსებისათვის, ბიოქიმიკოსებისათვის, ბიოფიზიკოსებისათვის ფარმაკოლოგებისათვის, ტოქსიკოლოგებისათვის, ეკოლოგებისათვის, ფიზიოლოგებისათვის, აგრეთვე ბიოფაკულტეტების პედაგოგებისა და ზედა კურსების სტუდენტებისათვის. იგი შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს მემბრანულ ბიოლოგიაში და ტოქსიკოლოგიაში მომუშავე მედიკოსებისათვის.

იხილეთ აგრეთვე

×