+
ქალთა რეაბილიტაციის ასოციაციის I საერთაშორისო კონფერენციის მასალები
ავტორი: ქალთა რეაბილიტაციის ასოციაცია
მომწოდებელი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
ენა: ქართული
გამოცემის თარიღი: 2012-09-29
რეიტინგი:
ქალთა რეაბილიტაციის ასოციაცია ჩამოყალიბდა 2008 წლის 16 ივნისს, როგორც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. მოკლედ მოგახსენებთ რამ განაპირობა ქალთა რეაბილიტაციის ასოციაციის დაფუძნება. ტერმინი‘’რეაბილიტაცია’’შემოვიდამედიცინაშიიურისპრუდენციიდან, კერძოდ შუა საუკუნეებში საფრანგეთიდან. იგი პირველად გამოიყენა ფრანგმა კანონმდებელმა ბლეინიანუსმა და ნიშნავდა უფლებების აღდგენას, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდებების მოხსნას და დაკარგული პატიოსანი სახელის აღდგენას. XX საუკუნის დასაწყისში ტერმინი გამოყენებული იქნა იმ პირთა მიმართ, რომელთაც აღენიშნებოდათ ფიზიკური ნაკლი, რომელთა რიცხვმა იმ პერიოდში მოიმატა არსებული ომების და კატასტროფების შედეგად. თანამედროვე გაგებით რეაბილიტაცია ეს არის სამკურნალო და პროფილაქტიკურ ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც მიმართულია სხვადასხვა დაავადების შემდეგ პაციენტის მიერ დაკარგული შესაძლებლობების მაქსიმალურად სრულად აღდგენისკენ, შეზღუდული ცხოველმყოფელობის სრული კომპენსაციისკენ. რეაბილიტაცია მოიცავს სამედიცინო-სამკურნალო, სოციალურ-ეკონომიურ, პედაგოგიურ და ფსიქოლოგიურ ღონისძიებებს. ხოლო

იხილეთ აგრეთვე

×