+
პიანინო
ავტორი: არდაშელ თაქთირიძე
მომწოდებელი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
ენა: ქართული
გამოცემის თარიღი: 2017
რეიტინგი:

არდაშელის მრავალრიცხოვან თაყვანისმცემლებს მოგვიანებით

შევუერთდი, - როცა მას პირველი კრებული უკვე გამოცემული ჰქონდა. ყველაფერი ასე დაიწყო: ერთ მშვენიერ დღეს ფეისბუქზე ლამაზად

მჟღერი გვარ-სახელი შემომეფეთა - არდაშელ თაქთირიძე და ამ იშვიათ, იდუმალ, ფეოდალური იერისა და თანამედროვეობისათვის,

ცოტა არ იყოს, უცნაურ სახელს თავშეფარებული ადამიანი ნოველას

მთავაზობდა. თვალის გადავლება დავაპირე, თუმცა, ნურას უკაცრავად, - თვალის გადავლებით წასაკითხი სრულიადაც არ აღმოჩნდა ფეისბუქის „ფურცელზე“ გამართული სალიტერატურო ქართულით „ჩაწიკწიკებული“ ნოველა, რომელიც, აშკარა იყო, ცხოვრების ქვაბში ნათუხთუხები, ცხოვრების ცოდნით გაჯერებული, ათასი ამბის მნახველი და

გამგონი ნიჭიერი ადამიანის ხელს დაეწერა. დაეწერა არა ნაჩქარევნაუცბადევად, არამარტო „სატრიპაჩოდ“ და საკეკლუცოდ, არამედ

მკითხველის წინაშე სრული პასუხისმგებლობის გასიგრძეგანებითაც,

აწონ-დაწონვითაც, მოთხრობილი ამბის თითოეული დეტალის გულში

გამოტარებითაც...

იხილეთ აგრეთვე

×