ჩვენ შესახებპარტნიორები
დამხმარე მასალა პედაგოგებისთვის - ქვის ხანის საქართველო
ავტორი: პიტერ ლიმინგი
მომწოდებელი: საქართველოს ეროვნული მუზეუმი
თემა: სასწავლო
საბაზო, საშუალო, მასწავლებლისთვის
ენა: ქართული
საქართველოს ეროვნული მუზეუმი მრავალი წელია ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას. მუზეუმის ქსელი, მისი გამოფენებით, კოლექციებითა და მრავალფეროვანი პროგრამებით მნიშვნელოვან საგანმანათლებლო რესურსს წარმოადგენს სკოლებისათვის. ეროვნული მუზეუმი სპეციალურად პედაგოგებისთვის პერიოდულად ამზადებს დამხმარე მასალას, რაც მათ ეხმარება სასწავლო პროცესი გახადონ უფრო ინტერაქტიული. აღნიშნული მასალა შექმნილია ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის მუდმივმოქმედ გამოფენაზე ,,ქვის ხანის საქართველო" დაყრდნობით. ეს გამოფენა წარმოგვიდგენს უძველეს ადამიანებს – დღევანდელი ადამიანის წინაპრებს და ჩვენი პლანეტის სხვა უძველეს ბინადრებს. ამ გაკვეთილის მიზანია, წარუდგინოს 8-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებს უძველესი ადამიანებისა და მათი მონათესავე სახეობების შესწავლასთან დაკავშირებული მოსაზრებები.

იხილეთ აგრეთვე

×
© emis.ge   Email: info@emis.ge   Tel: 032 220 0 220