+
სამართლებრივი წერა
ავტორი: ზაზა მეიშვილი; ლაშა კალანდაძე; ნიკა გიგაშვილი; გიორგი ნონიაშვილი; სოფო წაქაძე; გოგა ჩიფჩიური;
მომწოდებელი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
ენა: ქართული
გამოცემის თარიღი: 2017
რეიტინგი:

ავტორთა მიზანია სტუდენტებისათვის ხელმისაწვდომი იყოს პრაქტიკული სახელმძღვანელო, რომელიც მოიცავს აუცილებელ ინფორმაციას იმ მეთოდიკისა და წესების შესახებ, რაც საჭიროა სხვადასხვა სახის სამართლებრივი ტექსტის გამართულად ჩამოყალიბებისათვის. ამისათვის სახელმძღვანელოში წარმოდგენილია როგორც ზოგადად სამართლებრივი ტექსტის, ისე კონკრეტული იურიდიული დოკუმენტების შესადგენად საჭირო წესები (შესაბამისი მაგალითების მითითებით), აგრეთვე იურისტის მიერ სამართლებრივი ანალიზის მეთოდის გამოყენების, კონსულტაციის გაწევისა და წერილობითი კომუნიკაციის წარმართვის სპეციფიკა. სახელმძღვანელოში ასევე მოცემულია დაწვრილებითი ინფორმაცია და პრაქტიკული რჩევები საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის, ელექტრონული ფოსტით წერის ტექნიკისა  და ეტიკეტის, ციტირების სტანდარტის, კვლევის პროცესში წყაროთა მოძიების წესების, სასამართლოს გადაწყვეტილებათა მითითებისა და ანალიზის შესახებ. სახელმძღვანელოს ბოლო ნაწილში წარმოდგენილია სამართალშემოქმედებით პროცესში შესაბამისი დოკუმენტების (საკანონმდებლო წინადადება, საკანონმდებლო ინიციატივა, კანონის პროექტი, განმარტებითი ბარათი) შესადგენად აუცილებელი ნორმები და სათანადო მაგალითები.

იხილეთ აგრეთვე

×