+
ეკონომიკური მოღვაწეობა : სისტემური ანალიზი
ავტორი: პაატა ლეიაშვილი
მომწოდებელი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
ენა: ქართული
გამოცემის თარიღი: 2017
რეიტინგი:

პროფ. პ. ლეიაშვილის ნაშრომში გაანალიზებულია ეკონომიკური მოღვაწეობის არსი და მისი გამოვლენის ფორმები ეკონომიკის განვითარების სხვადასხვა სტადიაზე. კვლევის მეთოდოლოგიურ საფუძველს წარმოადგენს დიალექტიკის, ქაოსის თეორიის და კონსტრუქტივიზმის იდეები. დიალექტიკური ანალიზის მეშვეობით გამოვლენილია რეფლექსური კავშირები ფუნდამენტურ ეკონომიკურ კატეგორიებს შორის. ამის შედეგად საბაზრო ეკონომიკა წარმოდგენილია როგორც ეკონომიკურ მოქმედებათა რთული, ფუნქციონალურად ჩაკეტილი სისტემა. კონსტრუქტივიზმის და ქაოსის თეორიებზე დაყრდნობით ნაჩვენებია, თუ როგორ ბადებს შიდასისტემური რეკურსიული პროცესები წონასწორობას ეკონომიკურ სისტემაში, თუ რატომ იბადება ეკონომიკური ციკლები. წარმოდგენილია „სიმეტრიული მოდელი“, რომელიც იძლევა საშუალებას უკეთ გავერკვეთ ეკონომიკური პროცესების არსში, წონასწორობის და ციკლების ფორმირების ენდოგენურ ფაქტორებში. ნაშრომი გათვალისწინებულია ეკონომიკური პროფილის მეცნიერ-მუშაკებისთვის, აკადემიური პერსონალისთვის და შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც დამხმარე სახელმძღვანელო, ეკონომიკური ფაკულტეტების სტუდენტებისთვის. 

იხილეთ აგრეთვე

×