+
ფრაგმენტული მედიტაციები იერონიმუს ბოსხის მხატვრობის შესახებ
ავტორი: ზაზა ფირალიშვილი
მომწოდებელი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
თემა: სამეცნიერო
ენა: ქართული
გამოცემის თარიღი: 2008
რეიტინგი:
მიშელ ფუკო კლინიკის დაბადების შესავალში ერთი და იგივე დაავადების ორ, ერთმანეთისაგან 100 წლით დაშორებულ აღწერას გვთავაზობს. პირველი XVIII საუკუნის შუა ხანებს მიეკუთვნება, მეორე - XIX საუკუნის შუა წლებს. იგი წერს, რომ პირველს ლოგიკურ ბოლომდე მიჰყავს ნერვიული პათოლოგიების შესახებ ძველი მითები, ხოლო მეორე - მიეკუთვნება დროს, რომელშიც ჩვენ ყველანი ჯერ კიდევ ვცხოვრობთ და აღიარებს, რომ ამ ორს შორის განსხვავება მინიმალურია, თუმცა განსხვავება ტოტალურად იქცევა, როგორც კი მხედველობაში მივიღებთ, რომ უკანასკნელს განვითარებული კლინიკური მეთოდოლოგიისა და ინსტრუმენტალიების წყალობით პერცეპტიული მხარდაჭერა აქვს და ჩვენს ყურადღებას მუდმივი დაკვირვების სამყაროსაკენ მიმართავს.

იხილეთ აგრეთვე

×