+
საქართველოს მეფე ბაგრატ მეოთხე 1027–1072
ავტორი: დიმიტრი ბაქრაძე;
მომწოდებელი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
თემა: მხატვრული
ენა: ქართული
გამოცემის თარიღი: 1880
რეიტინგი:
ბაგრატ IV ( 1018 - 1072 ), გიორგი I-ისა და სომეხთა მეფის სენექერიმ არწრუნის ასულის, მარიამის უფროსი ვაჟი, საქართველოს ფეოდალურ სამეფოს 1027-1072 წლებში განაგებდა. მან მთელი თავისი ცხოვრება-მოღვაწეობა საქართველოს გარეშე მტრების წინააღმდეგ ბრძოლასა და სამეფო ხელისუფლების მოწინააღმდეგე ფეოდალთა დაძლევაში გაატარა. 1022-1025 წლებში იგი მძევლად იმყოფებოდა კონსტანტინეპოლში. მცირეწლოვანი ბაგრატის გამეფებისთანავე ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინე VIII-მ 1022 წლის ზავი დაარღვია და 1028 წ. საქართველოში დიდძალი ჯარი გამოგზავნა, რომელმაც ააოხრა სამხრეთ საქართველო. ტაოს მსხვილ ფეოდალთა ერთი ჯგუფი ვაჩე კარიჭისძისა და ეპისკოპოს იოანე ბანელის მეთაურობით მტერს მოემხრო. ბიზანტიელებმა ვერ მოახერხეს კლდეკარის ციხესიმაგრის დაპყრობა. ბიზანტიელთა სამხედრო ძალას ასევე დიდი წინააღმდეგობა გაუწია შავშეთ-კლარჯეთის მოსახლეობამ ეპისკოპოსების საბა მტბევარისა და ეზრა ანჩელის მეთაურობით.

იხილეთ აგრეთვე

×
© emis.ge   Email: info@emis.ge   Tel: 032 220 0 220
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში