+
ლექცია #3 - პროგრამირების ენები
მომხსენებელი: სანდრო ასათიანი
თემა: სასწავლო
ენა: ქართული
თარიღი: 2019 წლის 1 მარტი
კითხვა პასუხი
  1. რას ნიშნავს პროგრამირების ენა

პროგრამირების ენა ხელოვნურად შექმნილი ენაა, რომელიც ადამიანმა კომპიუტერულ ტექნიკასთან საურთიერთოდ, კომპიუტერისათვის ბრძანებების გადასაცემად შექმნა;

  1. ვინ იყო პირველი პროგრამისტი?  გიორგი გელაშვილი

ძნელია დაასახელო პირველი პროგრამისტი ვინაიდან კომპიუტერული ტექნიკა ეტაპობრივად ვითარდება და სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა ადამიანს ასახელებენ პირველ პროგრამისტად. ბევრი თვლის რომ პირველი პროგრამისტი ადა ლავლეისი იყო. რომელიც XIX საუკუნის დასაწყისში დაიბადა. მან პირველმა შექმნა ალგორითმი;

  1. ალგორითმი რომ დავირუსდეს რა მოხდება? ლუკა 82-ე სკოლა

ალგორითმი ვერ დავირუსდება, ვინაიდან ალგორითმი უბრალოდ მოქმედებათა ჯაჭვია, ანუ ჩამონათვალი, რომელშიც ჩამოწერილია რა რის მერე უნდა გააკეთოს კომპიუტერულმა პროგრამამ. კომპიუტერული კოდი, ანუ რომელიმე პროგრამულ ენაზე დაწერილი პროგრამა კი შეიძება დავირუსდეს;

  1. რაში შეიძლება დაგვჭირდეს პროგრამული ენა ანანო გულბიანი მე-5 კლასი

ტექნოლოგიები სწრაფად ცვლიან გარემოს, რომელშიც ჩვენ ვსწავლობთ, ვმუშაობთ, ვცხოვრობთ. იმ საქმის დიდ ნაწილს, რომელსაც წარსულში ადამიანი აკეთებდა, დღეს კომპიუტერი ასრულებს. მაგალითად აღარავინ აწარმოებს რთულ გამოთვლებს, ქაღალდის ფურცელზე. ამაში დღეს კომპიუტერები გვეხმარებიან. კომპიუტერული ენის ცოდნა დაგვეხმარება კომპიუტერული პროგრამების შექმნაში რომლებიც გაგვიადვილებენ ცხოვრებას.

  1. რომელი პროგრამა შეიძლება გამოვიყენოთ ანიმაციების შესაქმნელად? კნოლევის სჯარო სკოლა ვაკო ცინცაძე მე-4 კლასი.

ანიმაციის შესაქმნელად ერთ-ერთი საუკეთესო პროგრამაა Adobe After Effect -ი ასევე შემიძლია გირჩიოთ Adobe Animate თუმცა კიდევ ბევრი სხვა პროგრამაც არსებობს რომელთა შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ინტერნეტში მოიძიოთ.

  1. როგორ ქმნიან კომპიუტერში ფერებს? მარიამი 55 სკოლა

კომპიტერში ყვლაფერი კომპიუტერული კოდისგან შედგება. პროგრამისტი წერს კოდს და შემდეგ ეკრანი ამ კოდის შესაბამის ფერებს გამოსახავს.

  1. როგორ იქმნება ოპერაციული სისტემა? - ოთახრი მე-5 კლასი ფოთის მესამე სკოლა

ოპერაციული სისტემაც კომპიუტერული პროგრამაა, შესაბამისად ოპერაციულ სისტემასაც პროგრამისტები ქმნიან, ანუ პროგრამისტები წერენ ოპერაციული სისტემის პროგრამულ კოდს.

  1. როდესაც პროგრამებეს ვწერთ პროგრამები სად ინახება კომპ . თუ ვებ გვერდზე? -თბილის 151 სკოლა

ყველა კომპიუტერული პროგრამა კომპიუტერში ინახება. მათ შორის ვებგვერდებიც რომლებიც ინტერნეტშია განთავსებული, თავის მხრივ კომპიუტერებში (სერვერებში) ინახება. ამ საკითხზე ანუ ვებგვერდებზე და ინტერნეტ სერვერებზე უფრო ვრცლად წინა შეხვედრაზე ვისაუბრე (http://el.ge/article/?id=18972).

  1. ად და როგორ შეიძლება შევისწავლოტ პროგრამული ენები

პროგრამირების ენების შესასწავლად უამრავი რესურსი არსებობს. მე შემიძლია გირჩიოთ მაგალითად GeoLab-ის ვიდეო ლექციები: https://www.youtube.com/watch?v=M0g_ntflpMA&list=PLIEzonm7R-2hgaEcF8-PLeVclQItzyAQz ან Scratch-ის ვიდეო გაკვეთილები: https://www.youtube.com/watch?v=SIvGnJuV-5k&list=PLt4xdyNtMdy70RXmL4d1zURD57fd7YIbA

  1. ოგორ შევქმნათ აპლიკაცია ?ლიზი

მობილური აპლიკაციის შესაქმნელად საჭიროა შესაბამისი პროგრამული ენის შესწავლა, შემდეგ კი ამ ენის საშუალებით შესაძლებელი იქნება აპლიკაციის პროგრამული კოდის დაწერა.

  1. ესაძლებელია თუ არა თამაშის შექმნა ამ ანიმაციის საშუალებით. რუსთავის N25 სკოლა

რა თქმა უნდა შეიძლება. ამის შესახებ მომდევნო შეხვედრაზე ვისაუბრებ.

  1. ოგორ ვისწავლოთ თამაშების შექმნა?

ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი შეიძლება იმ პროგრამის შესწავლა იყოს რომელზეც ამ და მომავალი შეხვედრის დროს ვიზაუბრებ. ანუ პირველ ეტაპზე შეგიძლიათ Scratch-ის საშუალებით გააკეთოთ თამაში.

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში