+
მე მთელ დედამიწას დუელში ვიწვევ
ავტორი: სულხან მელაძე
მომწოდებელი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
თემა: სასწავლო
საშუალო, პროფესიული, უმაღლესი, მასწავლებლისთვის
ენა: ქართული
გამოცემის თარიღი: 2016
რეიტინგი:
„რაღაც იდუმალი, გამოუთქმელი და ტკბილი სიხარული იმონებს მთელ ჩემს არსებას... გაზაფხული ისეთივეა, როგორიც იყო შარშან და შარშანწინ.. იგი არ შეცვლილა, მაგრამ შეიცვალა ჩემი ცხოვრება. რაღაც ახალი მოხდა ან უნდა მოხდეს... ველი... რათაა, რომ ასე ხალისიანად ეგებება ჩემი გული ყველაფერს ირგვლივ? დღეს, მე მთელი ქვეყანა მიყვარს“... 1914 წლის გაზაფხული... გალაკტიონ ტაბიძე. რა დრო გასულა... ოთხ ათეულ წელზე მეტი... ახლაც გაზაფხულია... 1959 წლის 17 მარტი... გაზაფხულის ერთი არაფრით გამორჩეული დილა... ...რომელი საათია? საშინლად მომწყინდა ყველაფერი... რომელი საათია? რომ იცოდე, როგორ მწყურია სიკვდილი! მაგრამ არ მოდის... და მე დავეძებ ამ სიკვდილს.. რომელი საათია? ახლა ის დროა, როცა ვერავინ შემიშლის ხელს!.. საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან გადმოიქცა გალაკტიონი და შურდულივით ქვაფენილებს დაენარცხა... წამზომმა დაასრულა ათვლა...

იხილეთ აგრეთვე

×
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში