+
საგურამოს სახლი
ავტორი: სულხან მელაძე
თემა: შემეცნებითი
საშუალო, პროფესიული, უმაღლესი, მასწავლებლისთვის
ენა: ქართული
გამოცემის თარიღი: 2017
რეიტინგი:
სახლი, რომელშიც ახლა მუზეუმია განთავსებული, თითქმის საუკუნენახევრის წინ, 1895 წელს აშენდა. ილია ჭავჭავაძემ საცხოვრებელი მისი მეუღლის, ოლღა გურამიშვილის მზითევში მიღებულ მამულში ააგო და ძლიერ შეიყვარა. სწორედ საგურამოს სახლში დაიწერა ილიას "განდეგილი", "ბაზალეთის ტბა"... ილიასა და ოლღას ოჯახს ხშირად სტუმრობდნენ რაფიელ ერისთავი, ნიკო ხიზანიშვილი, კოტე მესხი, პროფესორი დავით ჩუბინაშვილი, იონა მეუნარგია, თედო სახოკია, იაკობ გოგებაშვილი, ვაჟა-ფშაველა... ილიას მკვლელობის შემდეგ, ოლღა გურამიშვილმა საგურამოს სახლი წერა-კითხვის გამარცელებელ საზოგადოებას გადასცა. . . ამ და კიდევ ბევრ საგულისხმო ამბავს შეიტყობთ ფილმიდან, რომელიც უდიდესი ქართველის, ილიას საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრმა მოამზადა... "საგურამოს სახლი" პირველი ფილმია ახალი პროექტისა - "... სახლი". გამოგვყევით!... ერთად შევიხედოთ სახლებსა და სასახლეებში, დარბაზებში, სადაც სხვადასხვა დროს იქმნებოდა ეპოქა და იწერებოდა ჩვენი ქვეყნის ისტორიის, კულტურისა და ყოფის უმნიშვნელოვანესი ფურცლები... ერთად დავათვალიე

იხილეთ აგრეთვე

×
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში