+
პოზიტიური დისციპლინა
ავტორი: გაეროს ბავშვთა ფონდი; განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
მომწოდებელი: სკოლამდელი განათლების განვითარების სამმართველ
თემა: სასწავლო
სკოლამდელი
ენა: ქართული
გამოცემის თარიღი: 2018
რეიტინგი:
საბავშვო ბაღის აღმზრდელები ისე მართავენ ჯგუფს, რომ შეიქმნას უსაფრთხო და მეგობრული გარემო თითოეული ბავშვისთვის. ბავშვებს ყოველდღიურად აქვთ თანატოლებთან უთანხმოებები თუ კონფლიქტები. ეს ავალდებულებს უფროსებს, რომ ხელი შეუწყონ ისეთი უნარების განვითარებას, რომლებიც დაეხმარება ბავშვებს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებაში მოლაპარაკებების გზით. როდესაც ბავშვი გაბრაზებული ან ნაწყენია, მას უნდა მივცეთ საკუთარი გრძნობების გამოხატვის საშუალება აგრესიული ქცევისა და კონფლიქტის გარეშე. აღმზრდელები ეხმარებიან ბავშვებს სიბრაზის მართვასა და კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებაში. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია პოზიტიური დისციპლინის სტრატეგიების გამოყენება საგანმანათლებლო პროცესში, რაზეც საუბარია წარმოდგენილ ვიდეოში.

იხილეთ აგრეთვე

×