+
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ჟურნალი ,,მუზეუმი", N3, 2014 წელი
ავტორი: საქართველოს ეროვნული მუზეუმი, მთავარი რედაქტორი დავით ლორთქიფანიძე
მომწოდებელი: საქართველოს ეროვნული მუზეუმი
თემა: შემეცნებითი
ენა: ქართული
გამოცემის თარიღი: 2014
რეიტინგი:
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ყოველწლიური ჟურნალი „მუზეუმი". N3, 2015 წელი. მუზეუმის ჟურნალის ამ ნომერში წარმოდგენილია ჩვენი დაწესებულებისთვის დამახასიათებელი მრავალფეროვნება. გარდა იმისა, რომ თქვენ საშუალება გაქვთ, წაიკითხოთ სტატიები ეროვნული მუზეუმის კოლექციებში დაცული ნაქარგობის, მხატვრობისა თუ არქეოლოგიური მასალის შესახებ, გთავაზობთ გაიცნოთ ისეთი განსაკუთრებული ადამიანები, როგორებიც არიან ცნობილი მეცნიერი, ჩვენი ქვეყნისა და მუზეუმის დიდი მეგობარი რიდ ფერინგი და სახელგანთქმული მოგზაური ტიმ სევერინი. ტიმ სევერინის მსგავსად ქართველი მეცნიერის, ერმილე მაღრაძის ექსპერიმენტიც მითისა და რეალობის დაახლოების მცდელობას წარმოადგენს. მისი მრავალწლიანი ექსპერიმენტული კვლევა ადასტურებს, რომ ქართული ოქრომჭედლობის ტექნოლოგია ანტიკურ ხანაში იღებს სათავეს და ეხმიანება მითს ოქრომრავალი კოლხეთის შესახებ. მისი ექსპერიმენტი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ არის შესაძლებელი პატარა ქვეყანაში დიდი დანახარჯების გარეშე ემსახურო ნამდვილ მეცნიერებას და გააკეთო მსოფლიო მნიშვნელობის აღმოჩენები.

იხილეთ აგრეთვე

×
© emis.ge   Email: info@emis.ge   Tel: 032 220 0 220
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში