+
რიმა ერისთავი პარიზში
მომწოდებელი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
ენა: ქართული
რეიტინგი:
მარცხნიდან მეორე: რიმა ერისთავი. გადაღების თარიღი უცნობია-რიმა ერისთავი - ვახტანგ ელიოზიშვილი-ერისთავის დეიდაშვილი. რიმა დაარქვეს მათი ოჯახის მეგობრის, ალექსანდრე iii ბალტიის სამხედრო ფლოტის ადმირალის გლაზენაპის მეუღლის საპატივცემულოდ, რომელიც მისი ნათლია იყო. რიმას მამა გარდაიცვალა 1907 წელს. დედა თამარ ერისთავი, პარიზში გაემგზავრა საცხოვრებლად, სადაც მოგვიანებით ემიგრაციის ბოლო ნაკადთან ერთად წასულმა მერი შერვაშიძემ, თან წაიყვანა 16 წლის რიმაც. პარიზის საზოგადოებისათვის რიმა ცნობილი იყო როგორც “prencesse rimma eristoff”. სარგებლობდა დიდი სიყვარულითა და პატივისცემით როგორც ქართველ და რუს, ასევე ფრანგულ არისტოკრატიაში. გამოირჩეოდა მომხიბვლელი გარეგნობით, დახვეწილი გემოვნებითა და საოცარი მუსიკალური ნიჭით. ლამაზი გარეგნობის და არისტოკრატული წარმომავლობის გამო, მასთან თანამშრომლობდნენ პარიზის თითქმის ყველა ცნობილი და წამყვანი სამოდელო სახლები, რომლებიც გადასცემდნენ საკუთრებაში მათ მიერ შექმნილ ახალ მოდელს, რათა რიმას ჩაეცვა და გამოეჩინა ეს მოდელი მაღალ საზოგადოებაში. რიმა ერისთავი არ გათხოვილა. იგი გარდაიცვალა პ

იხილეთ აგრეთვე

×