+
ფოტოქიმიური სმოგი თბილისში
ავტორი: ა. ამირანაშვილი, თ. ბლიაძე, ვ. ჩიხლაძე
მომწოდებელი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
ენა: ქართული
გამოცემის თარიღი: 2012
რეიტინგი:

წიგნში წარმოდგენილია თბილისში ფოტოქიმიური სმოგის და მისი ადამიანის ჯანმრთელობაზე ზეგავლენის გამოკვლევების შედეგები, რომლებიც ტარდებოდა 2009-2012 წწ. პროექტ GNSF/ST/5-437–ის ფარგლებში. სმოგის წარმომქნელი და მისი თანამდევი ატმოსფერული პარამეტრების მონიტორინგი წარმოებდა როგორც ორ სტაციონარულ ბაზაზე მუდმივი გაზომვის რეჟიმში, ასევე ეპიზოდური სამარშრუტო გაზომვების რეჟიმშიც ქალაქის სხვადასხვა რაიონის 20 პუნქტში (ჰაერში ოზონის, სუბმიკრონული აეროზოლების, რადონის, მსუბუქი იონების შემცველობა; მზის რადიაციის ინტენსივობა, ხილვადობა, ღრუბლიანობა, ტემპერატურა, ტენიანობა, ქარი, წნევა; ნიადაგის გამა–რადიაცია; გალაქტიკური კოსმოსური სხივების ინტენსივობა). მოყვანილია გამოსაკვლევ პარამეტრებს შორის კავშირების დეტალური ანალიზი; განსაზღვრულია ფოტოქიმიური სმოგის წარმოშობის პირობები; გამოვლენილია რადიონუკლიდური გამოსხივების ეფექტების თავისებურებები ქალაქის პირობებში მეორადი აეროზოლების წარმოქმნაში, რომელიც დახასიათებულია როგორც თბილისური ტიპის სმოგი; ჩატარებულია ლაბორატორიული ექსპერიმენტები სმოგურ ოზონზე ზემოქმედების მეთოდების დასამუშავებლად; განსაზღვრულია ფოტოქიმიური სმოგის კომპონენტების (ოზონი, აეროზოლები და სხვა) და ატმოსფეროს სხვა პარამეტრების ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების ეფექტები; შემოთავაზებულია რეკომენდაციები ქალაქის მოსახლეობაზე სმოგის ნეგატიური ზემოქმედების შესარბილიბლად და სხვა. განკუთვნილია მეცნიერ მუშაკებისა და ინჟინრებისთვის, ლექტორებისთვის, სტუდენტებისთვის, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ატმოსფეროს ფიზიკის, ეკოლოგიის, ჯანმრთელობის დაცვის და სხვა პრობლემებთან.

იხილეთ აგრეთვე

×