+
დამხმარე მასალა პედაგოგებისთვის - ეგვიპტური ხელოვნება
ავტორი: პიტერ ლიმინგი, ემა ლუზლი
მომწოდებელი: საქართველოს ეროვნული მუზეუმი
თემა: სასწავლო
საბაზო, საშუალო, მასწავლებლისთვის
ენა: ქართული
გამოცემის თარიღი: 2017
რეიტინგი:
საქართველოს ეროვნული მუზეუმი მრავალი წელია ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას. მუზეუმის ქსელი, მისი გამოფენებით, კოლექციებითა და მრავალფეროვანი პროგრამებით მნიშვნელოვან საგანმანათლებლო რესურსს წარმოადგენს სკოლებისათვის. ეროვნული მუზეუმი სპეციალურად პედაგოგებისთვის პერიოდულად ამზადებს დამხმარე მასალას, რაც მათ ეხმარება სასწავლო პროცესი გახადონ უფრო ინტერაქტიული. აღნიშნული მასალა შექმნილია ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის გამოფენაზე დაყრდნობით. გზამკვლევის დახმარებით შესაძლებელია ექსპოზიციის ქრონოლოგიური თანმიმდევრობით დათვალიერება. ინფორმაცია ექსპონატების შესახებ ისეა მოცემული, რომ მასწავლებელმა შეძლოს წინასწარ შერჩეული რამდენიმე ნივთის დახმარებით გაკვეთილის ჩატარება. ტექსტი მოიცავს კითხვებისა და დისკუსიისთვის განკუთვნილ საკითხებს, რომლებიც დაგეხმარებათ ბავშვებისთვის ეგვიპტისა და მისი ხელოვნების შესახებ მასალის საინტერესოდ მიწოდებაში.

იხილეთ აგრეთვე

×
© emis.ge   Email: info@emis.ge   Tel: 032 220 0 220
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში