+
რესურსმზოგი ნაპირდამცავი ნაგებობები
ავტორი: პაატა სიჭინავა
მომწოდებელი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
ენა: ქართული
გამოცემის თარიღი: 2011
რეიტინგი:

ნაშრომში ლაბორატორიული კვლევების სტანდარტული და მოდიფიცირებული მეთოდების, ნატურული და ექსპერიმენტული მონაცემების ანალიზის საფუძველზე შესწავლილია წყალდენების კალაპოტში მიმდინარე პროცესებზე მოქმედი ძირითადი ფაქტორები. შემოთავაზებულია არაგამრეცხი სიჩქარეების საანგარიშო დამოკიდებულებები. წყალდენების ნატანის ტრანსპორტუნარიანობის გათვალისწინებით და კალაპოტის ჰიდრავლიკური და მორფომეტრული მახასიათებლის მხედველობაში მიღებით მოცემულია მდინარეთა ჰიდროტექნიკური კლასიფიკაცია, წყალდიდობებით მოსალოდნელი გართულებების პროგნოზი და გარემოსდაცვითი ღონისძიებების სახეები. წყალდენების კალაპოტების რეგულირების არსებული ტრადიციული მიდგომების ანალიზის, ბუნებაში მიმდინარე შეუქცევადი პროცესების, არაგანახლებადი ენერგეტიკული და მატერიალური რესურსების ინტენსიური კლებისა და გარემოს ეკოსისტემებზე მზარდი ტექნოგენური ზემოქმედების გათვალისწინებით შექმნილია ჰიდროკვანძების ზედა ბიეფის მარეგულირებელი (მდ. რიონზე, ქ. ფოთთან არსებული ჰიდროკვანძის მაგალითზე), წყალდენების ფსკერისა და ფერდების დეფორმაციების, ხევების ეროზიული პროცესების, სანაპირო ზონების ტალღური ზემოქმედებისაგან დამცავი ახალი ენერგო და რესურსმზოგი, ეკოლოგიურად უსაფრთხო საინჟინრო ნაგებობები და მოწყობილობები, რომელთა სიახლის პრიორიტეტი დაცულია საავტორო მოწმობებით. ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ წარმოდგენილ ნაგებობათა მუშაობის საიმედოობა, მათი გარემოსთან შერწყმის უნარი, მშენებლობისა და ექსპლუატაციის სიმარტივე და ეკონომიურობა საშუალებას იძლევა შენარჩუნებულ იქნეს წყალდენების მდგრადი კალაპოტები, დაცული იყოს მდინარეების, წყალსაცავების, ზღვის სანაპირო ზოლის რეცხვადი ნაპირები და მიწის რესურსები, მათზე განლაგებული სხვადასხვა დანიშნულების სასიცოცხლო ობიექტები. ნაშრომი გათვალისწინებულია ჰიდრომელიორატორების, ინჟინერ-ეკოლოგების, ჰიდროტექნიკოსების, ჰიდროლოგების, შესაბამისი და მონათესავე პროფილის პროფესიული სწავლების, ბაკალავრების, მაგისტრების დოქტორანტებისათვის. 

იხილეთ აგრეთვე

×