+
იესო ნაზარეველი, ძე კაცისა
ავტორი: ანდრო ტოროტაძე;
მომწოდებელი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
თემა: სამეცნიერო
ენა: ქართული
გამოცემის თარიღი: 2011
რეიტინგი:
საერთო აღიარებით, ახალი აღთქმა არ წარმოადგენს ისტორიულ დოკუმენტს და, ამდენად, მისგან ძნელია იესო ნაზარეველის ცხოვრების შესახებ უტყუარი ბიოგრაფიული ცნობების მოპოვება. მიუხედავად ამისა, ჩვენ შევეცადეთ ახალაღთქმაში არსებული მწირი ინფორმაციის საფუძველზე თავი მოგვეყარა ჩვენი მოსაზრებებისათვის იესოს ცხოვრების ამა თუ იმ ეპიზოდთან დაკავშირებით. ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენს მიერ გამოთქმული მოსაზრებები თავისი შინაარსით ისტორიული კვლევის კატეგორიას განეკუთვნება და დარწმუნებული ვართ, რომ მკითხველიც შეაფასებს მას, როგორც მცირედ ისტორიულ ძიებას. აქვე იმასაც დავამატებთ, რომ ჩვენ არ ვართ პიონერები მსგავსი ხასიათის კვლევაში, თუმცა ქართულ ენაზე ასეთი შინაარსის ისტორიული ძიებანი ვერ მოვიპოვეთ. ილუსტრაციებად გამოყენებული სურათები, რა თქმა უნდა, პირობითი ხასიათისაა.

იხილეთ აგრეთვე

×
© emis.ge   Email: info@emis.ge   Tel: 032 220 0 220
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში