ჩვენ შესახებ

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მხარდაჭერით შეიქმნა ვებ-პორტალი EL.GE, სადაც განთავსებულია ჩვენი პარტნიორების მიერ შექმნილი და მოწოდებული საგანმანათლებლო და შემეცნებითი რესურსები, რომელიც ხელს შეუწყობს:

  • სწავლების პროცესის გამარტივებას
  • საკითხების ფუნდამეტურ შესწავლას
  • კრეატიული აზროვნების განვითარებას
  • მოტივაციის ამაღლებას

პორტალზე განთავსებული ელ. რესურსები ხელს შეუწყობს მასწავლებლებს საგაკვეთილო პროცესის განახლებაში, ხოლო მოსწავლეებს, სტუდენტებსა და სკოლამდელ აღსაზრდელებს თანამედროვე უნარების განვითარებაში.

მიზანი

პროექტი არაკომერციულია და მიზნად ისახავს ონლაინ სწავლებისა და ელექტრონული მასალების გამოყენების პოპულარიზაციას, რათა მთელი საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ ადამიანს ერთ სივრცეში ჰქონდეს წვდომა მისთვის საჭირო საგანმანათლებლო რესურსებზე.

მოწოდებულ საგანმანათლებლო და შემეცნებითი ხასიათის რესურსებზე, პარტნიორების მხრიდან დაცულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნორმები.